2 წლის ბავშვი უკვე ხვდება, რომ ის ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, მან უკვე იცის შეგნებულად, რომ რაც არ მოეწონება გამოთქვას პრეტენზია და ეცადოს როგორმე დაიკმაყოფილოს თავისი სურვილი და მოიხსნას დისკომფორტი. სწორედ ამ დროიდან უნდა დავიწყოთ მისი აღზრდა.
ჯერ დავიწყოთ ზოგადად: ბავშვის აღზრდაზე დიდი როლს თამაშობს მამა, მისი როლი შეუცვლელია, მიუხედავად იმისა თუ რამდენად თავისუფალია ის. დღეში 5 წუთი საკმარისია. ყველა ნორმალური ფსიქიკის ბავშვისათვის მამა არის ეტალონი, ბავშვები ცდილობენ მამას დაემსგავსონ, შეიძლება სითბოს დედასთან უფრო გამოხატავენ, მაგრამ მეცნიერულად დადგენილია, რომ მამა არის ეტალონი ქცევის ბავშვსათვის. ამიტომ მამამ შეხვედრისას არ უნდა მოერიდოს გამოიყენოს ახალი სიტყვები, თუნდაც ღრმატექნოლოგიური ოღონდ სწორ კონტექსტში ისე, რომ ბავშმა გაიგოს მისი მნიშვნელობა. არ გამოვიყენოთ სალანძღავი სიტყვები, ბავშვები ეგრევე იმახსოვრებენ და არ არის გამორიცხულო შემდეგ ეგრე ოჯახის წევრსაც მიმართოს. რაც შეეხება დედას, დედა უნდა იყოს თბილი და ბავშვს ასწავლიდეს სიყვარულს, ყოვლად გამორიცხულია ბავშვს დაანახონ ისტერიკები, როგორც ხშირად ქალებს ჩვევიათ, ის ანგრევს მის ფსიქიკას.
ეხლა კი მივყვეთ წლების მიხედვით:
2 წლის - ბავშვი ყველაფერს გებულობს კონტექსტის მიხედვით, ცდილობს დაიკმაყოფილოს თავისი სურვილები და ბრძოლობს ამისათვის, ხელი არ შეუშალოთ ზომიერების ფარგლებში, ვეცადოთ რაც მიუღებელია ის კი არ აუკრძალოთ არამედ ყურადღება გადავატანინოთ სხვა რამეზე, რადგან ის ამ აკრძალვას ვერ გაიგებს და ნერვებს თქვენც გაიფუჭებთ და ბავშვის ფსიქიკასაც დააზიანებთ.
3 წლის - ბავშვში უფრო გაზრდილია პროტესტის გრძნობა, მას ყველაფერი მისი გონია და სურს, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოს. ნუ ვეცდებით მისი პრეტენზიები კამფეტით ან შოკოლადით დავაკმაყოფილოთ ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს მის სწრაფვას აჯანყებისაკენ. მაგრამ თუ ჩვენ მის პრეტენზიას მშვიდად შევხვდებით, დაუყვავებთ და ვკითხავთ რა აწუხებს, როგორც კი ბავშვი მიხვდება, რომ მასზე ზრუნვას იწყებ ეგრევე დაწყნარდება.
4 წლის - ბავშვი იწყებს უკვე მშობელთან შეჯიბრებას, მაგალითად სურს, რომ მიგასწროთ კარებთან, მოგერიოთ მდივანზე და თუ გაამარჯვებინებთ უბედნიერესია და ხმამაღლა გამოხატავს, "ხედავთ რა მაგარი ვარ". შემდეგ ნელ ნელა გაურთულოთ დავალება და გამოვაცდევინოთ თავისი მუსკულები, შედეგად საბავშვო ბაღშიც ყველას დაამახსოვრებს თავს :) მთავარია თვითდაჯერება არ დაუკარგოთ...
5 წლის - ბავშვი უკვე პატარა პირვნებაა. როგორც წესი 5 წლის ბავშვთან ერთად მეორე ბავშვიც არის ოჯახში, მშოველს ამღზრდელის გარდა უკვე არბიტრის როლის შეთავსებაც უწევთ მათ ჩხუბებში. შენით არასდროს არ ჩაერიო, სანამ ზღვარს არ გადააბიჯებენ და ერთი მეორის გადაგდებას არ მოინდომებს ფანჯრიდან :), ყურადრება მიქციე და ეცადე თვითონვე მორიგდნენ და იპოვნონ კომპრომისი. როგორც კი ჩაერევა ვინმე ისინი წყვეტენ კომპრომისის ძებნას და ცდილობენ მშობელი გადაიბირონ თავის მხარეზე.
6 წლის - ბავშვი უკვე პრობლემაა სუპერმარკეტში... ზოგადად პატარა საჩუქრის გარეშე იქედან ძნელია გამოსვლა. ჯობია ბავშვს აუხსნათ, რომ მაღაზიაში რაც უნდა უყიდოთ წინასწარ ფურცელზე უნდა ჩამოვწეროთ და უთხრათ, რომ ამ ფურცელში ჩაწეროს რაიმე რის ყიდვასაც შევძლებთ, ბავშვი უკვე სუპერმარკეტში ორიენტირებულია მის ყიდვაზე და სხვას აღარ დაეძებს.
7 წლის - ბავშვს უნვითარდება სიზარმაცის გრძნობა. თუ ბავშვი მოითხოვს, რომ მას სურს თავი დაანებოს ფეხბურთზე სიარულს, მაშინ თხოვეთ, რომ ეს ყველაფერი თვითონ უთხრას თავის ფეხბურთელ მეგობრებს და ტრენერს და აუხსნას რატომ. დარწმუნებული იყავით, რომ ბავშვი თვითონ არ მოინდომებს ამის გაკეთებას.
8 წლის - ბავშვი უკვე დიდია და უნდა ვესაუბროთ სხვადასხვა ცხოვრებისეულ პრობლემატურ საკითხებზე, მაგალითად ადამიანზე, რომელმაც სამსახური დაკარგა ან ავადმყოფ მეზობელზე და ვკითხოთ როგორ ხედავს ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრას. რა თქმა უნდა ბავშვს ყველაფერზე პასუხი არ ექნება, მაგრამ რაც მთავარია დაფიქრდება და შეიგრძნობს იმას, რომ მისი აზრიც მნიშვნელოვანია. მან შეიძლება იფიქროს და რამდენიმე დღის შემდეგ გითხრათ რაღაც გამოსავლი. ეს ანვითარებს მის ანალიტიკურ აზროვნებას.
9 წლის - ბავშვი უკვე მოითხოვს წავიდეს მეგობართან სტუმრად, დაწვრილებით მოუსმინეთ, კითხეთ თუ რატომ სურს წასვლა, რა უნდა გააკეთონ და რამდენი ხანი შეყოვნდება. თუ მოისმენ დამაჯერებელ პასუხს გაუშვით არ შეზღუდოთ, თუ რამე არ მოგეწონებათ უთხარით რომ ამჯერად არ გამოვა. მოვიდა ის დრო, როცა ბავშვმა პასუხისმგებლობა აიღოს თავის საქციელზე.
10 წლის - ბავშვს უნდა დაველაპარაკოთ იმის შესახებ თუ, როგორ წარმოუდგენია მისი მომავალი, უნდა აუხსნათ, რომ აუცილებელია მიზნისკენ სწრავა, მაგალითად მისმა კუმირმა ფეხბურთელმა თუ რა დიდი შრომის შედეგად მიაღწია მიაზანს.
სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა პატარებთან ურთიერთობის შესახებ. მინდა ყველა პატარას ლამაზი და მშვენიერი ბავშვობა ვუსურვო და ყველა მშობელს ბედნიერი მშობლობა.