პროფილაქტიკა ჩაი ამცირებს გულის შეტევის ალბათობას. 2013, 2 ნოემბერი, 13:12 ![]() ჩაის ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარეული თვისება კი ის არის, რომ მას შეუძლია ნიადაგიდან ამოწოვოს და შემდეგ თავად მოახდინოს ისეთ იშვიათ და სასარგებლო ნივთიერებათა სინთეზი, როგორიცაა ეთერზეთები, ალკალოიდები, ამინომჟავები და ვიტამინები. ![]() შავი ჩაის სმა აუცილებელია ხანში შესული ადამიანებისთვის, რადგან ის ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ამით კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს. ქოლესტერინის დონის სტაბილიზაციის, თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და ანტისიმსივნური ეფექტისთვის დალიეთ დღეში 3 ჭიქა მწვანე ჩაი. ![]() ** ამაგრებს სისხლძარღვებს, ასუსტებს სახსრებისა და მყესების ტკივილს. ** ელასტიურობას მატებს არტერიებს და ქოლესტერინული, ე.წ. ფოლაქებისგან წმენდს. ** ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას; აძლიერებს იმუნურ სისტემას; ხსნის დაღლილობას, ამაღლებს შრომის უნარს და ორგანიზმს ახალი სასიცოცხლო ძალებით ავსებს. ** საგრძნობლად ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. ** ორგანიზმის, სითხით მომარაგების საუკეთესო საშუალებაა. წყურვილსაც კლავს და ამავდროულად ქსოვილებს საჭირო თხევად გარემოსაც უნარჩუნებს. მაშასადამე მიირთვით ჩაი და აიცილეთ თავიდან მრავალი დაავადება. 522 21-ს მოსწონს |
ვიცოდი მაგრამ გამეორება უკეტესია,ვგიჟდები ჩაიზე
სამი ჭიქა რაა?მაგდენს მარტო დილით ვსვამ:)