ცომეული ბლინების ლაზანია - მარტივი და უგემრიელესი ვარიაცია 2013, 1 ნოემბერი, 11:54
ლაზანია... მსოფლიო კულინარიის ეს იტალიური შედევრი, რომელსაც ჩვენ ხშირად აჩმასაც ვადარებთ, მარტივი მოსამზადებელია იმ შემთხვევაში, თუ მზა ფირფიტებს ვიყენებთ. მაგრამ ამჯერად გთავაზობთ ამ უგემრიელესი კერძის მომზადების ალტერნატიულ მეთოდს, ანუ ბლინებისგან მომზადებულ ლაზანიას.
ბლინები (12 ბლინი): 250 მლ. მაწონი (თბილი) 0.5 ჩ.ჭ. რძე (თბილი) 1 კვერცხი 3/4 ჩ. ჭ. ფქვილი 0.5 ს.კ. შაქარი მარილი 0.5 ჩ.კ. სოდა 1 ს.კ. ზეთი ყველაფერს ავურევთ. მასა უნდა იყოს არაჟნის სისქის. გამოვაცხობთ სათითაოდ, ცხიმწასმულ ტაფაზე. შიგთავსი: 0.5 კგ. საქონლის ფარში 200 პომიდორი 200 გ. ხახვი 1 საშუალო ზომის სტაფილო 3 კბილი ნიორი მარილი პილპილი ზეთი წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო მოვშუშოთ ზეთში. ნახევრად რომ მოიშუშება დავამატოთ ფარში და გავაგრძელოთ შუშვა. გამზადებულ ფარშს დავამატოთ გახეხილი პომიდორი და ისევ დავაყოვნოთ ცეცხლზე 5 წუთი. ბოლოს დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ბეშამელის სოუსი 0, 5 ლ. რძე 2 ს.კ. კარაქი 2 ს.კ. ფქვილი მარილი პილპილი ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავამატოთ ფქვილი, ავურიოთ და დავამატოთ რძე. ვურიოთ ცეცხლზე სანამ არ მივიღებთ არაჟნის სისქის მასას. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. აწყობა ღრმა საცხობი ფორმის (მრგვალი ან ოთხკუთხედი) ძირი დავფაროთ ბლინით (რამდენიც საჭირო იქნება ძირის დასაფარად), წავუსვათ 1/2 სოუსი, დავასხათ 1/2 ხორცის შიგთავსი, დავახეხოთ ყველი (გემოვნების მიხედვით), დავფაროთ ისევ ბლინებით და ისევ გავიმეოროთ იგივე პროცედურა. ბლინების ბოლო, მესამე ფენაზე წავუსვათ სოუსი და დავახეხოთ ყველი. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე. როცა ყველი გალღვება და ლაზანია ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს, მზადაა. ასეთ ლაზანიას შეგვიძლია შიგთავსი სურვილისამებრ შევუცვალოთ და საქონლის ხორცის მაგივრად გამოვიყენოთ მოხარსული ქათმის ხორცი, სოკო და ისპანახიც კი. 674 5-ს მოსწონს
|