მამაკაცის მოდა მამაკაცის მოდური სათვალეები ფილმებიდან 2013, 31 ოქტომბერი, 20:35 მითხარი, როგორი სათვალეები გაქვს და მე გეტყვი ვინ ხარ შენ. სწორედ ასეთი სლოგანებით ხელმძღვანელობდენ ადამიანები, როდესაც ფილმების მთავარ გმირებს სათვალეებს ურჩევდნენ. ეკრანზე გმირის გამოჩენის შემდეგ ეს სათვალეები საოცრად პოპულარული ხდებოდა. წარმოგიდგენთ პატარა კრებულს, სადაც გაიგებთ რა ღირს ესა თუ ის მოდელი.
1)რობერტ დაუნი (უმცროსი). ფილმი რკინის კაცი 2, 2010 წელი. Unisex Adult Fulton от Von Zipper. ღირებულება 155 დოლარი. 2)ჯონი დეპი. ფილმი "შიში და სიძულვილი ლას ვეგასში". 1998 წელი, მოდელი 3138 Shooter от Ray-Ban. ღირებულება 145 დოლარი. 3)მარჩელო მასტროიანი. ფილმი "8 1/2" 1963 წელი. Bernardo Oliver Peoples. ღირებულება 325 დოლარი. 4)სტივ მაქქუინი. ფილმი "თომას კრაუნის აფერა", 1968 წელი. PO0714 Persol. ღირებულება 359 დოლარი. 5)ტომ კრუზი. ფილმი "სარისკო ბიზნესი", 1983 წელი. მოდელი Wayfarer RB2140 Ray-Ban. ღირებულება 150 დოლარი. 6)დენიელ კრეიგი. ფილმი "007, კოორდინატი სკაიფოლი", 2012 წელი. მოდელი Marko Polarized Aviator Tom Ford-გან. ღირებულება 465 დოლარი. 7)Blublocker Demi Tortoise Nylon The Hangover (2009). მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გმირებმა "ჩაისვარეს" და ლას ვეგასში დაიკარგნენ, მათი სტილი ნამდვილად სიმაღლეზე დგას. 8)ალ პაჩინო, "ნაიარევი სახე", 1983 წელი. Aviator Bottega Veneta, ღირებულება 395 დოლარი. 9)ტიმ როტი, ფილმი "ცოფიანი ძაღლები", 1992 წელი. Clubmaster RB3016 Ray-Ban, ღირებულება 195 დოლარი. 10)ლეონარდო დი კაპრიო, ფილმი "ავიატორი" 2004 წელი. მოდელი Luxe 118 Linda Farrow. ღირებულება 570 დოლარი. 338 5-ს მოსწონს
|