მამაკაცის მოდა რა ჩავიცვათ სამსახურში (ბიზნეს სტილი) 2012, 26 ივლისი, 8:56 ამ სტატიაში გიამბობთ ჩაცმის ძირითად ეტიკეტზე. მაშ ასე რა და როგორ უნდა ჩავიცვათ სამსახურში?
მთელს მსოფლიოში მიღებულია რომ უნდა ჩაიცვათ კოსტიუმი. ეს არის ეტიკეტის უნიკალური პოზიცია. მართალია ცხელ ამინდში დაიშვება გარკვეული გადახვევები, მაგალითად შესაძლებელია პიჯაკის გახდა. ჩამოვთვალოთ რითი არ შეიძლება სამსახურში სიარული? შარვალი+ჯემპრი, შარვალი+მაისური, ჯინსები, ტყავის ტანსაცმელი და ა.შ.
მინდა მოგცეთ რჩევა, გადახედეთ თქვენს გარდერობს და გადაანაწილეთ ტანსაცმელი. რამდენი გაქვთ ტანსაცმლის კომპლექტი სამსახურისთვის? აი, ნაცნობი სურათია. ყოველ შემთხვევაში გეცოდინებათ რა გაკლიათ.
ჩამოვთვალოთ ჩაცმის ძირითადი კანონები საქმიანი ადამიანებისათვის:
1)ორი დღე ზედიზედ ერთი და იგივე ტანსაცმელში სამსახურში მისვლა არ შეიძლება. 2)სამსახურში მამაკაცმა პიჯაკი შეიძლება გაიხადოს 2 შემთხვევაში: ის იმყოფება თავის სამუშაო მაგიდასთან ან უფლებას თხოვს თავის ქალ კოლეგებს. 3)პერანგს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ. ინგლისელები პერანგის საყელოს და ჰალსტუხს "სტილის მთავარ ზონას" უწოდებენ. თუ პერანგი გარეცხილი და გაუთოებულია ხოლო საყელო არც თუ ისე კარგად გამოიყურება ის არ უნდა ჩაიცვა. 4)ჰალსტუხმა 2 სანტიმეტრით უნდა დაფაროს ქამარი. 5)ცუდი ტონია პერანგზე ღია ფერის ჰალსტუხის ტარება. 6)პიჯაკზე ქვედა ღილი არასოდეს არ უნდა შეიკრა. 7)ქამარის და ფეხსაცმლის ფერი ერთნაირი უნდა იყოს. 8)მამაკაცის ფეხსაცმელი 90%-ში შავია. ყავისფერი ფეხასცმლის უფლება მან საკუთარ თავს მხოლოდ ზაფხულში ღია ფერის პიჯაკთან ერთად შეიძლება მისცეს. 9)რაც შეეხება წინდებს. შავ ფეხსაცმელთან შავი წინდა. ყავისფერ ფეხსაცმელთან წინდის ფერი ჰალსტუხის ფერს უნდა ემთხვეოდეს. დიახ სწორედ ჰალსტუხის და არა შარვლის. 10) ისევ წინდების შესახებ, თუ წინდაზე პატარა ხვრელიც კი გაჩნდა მისი ჩაცმა აღარ შეიძლება. 11) ქამრის ბალთის ფერი უნდა შეესაბამებოდეს საათის ქამრის ფერს. 12) ერთდროულად ოქროს და ვერცხლის სამკაულის ტარება არ შეიძლება. 13) სუფთა ნაჭრის ცხვირსახოცი შარვლის ჯიბეში ჯენტლმენის გარდერობის აუცილებელი ელემენტია. 14) ქურთუკი არ მიეკუთვნება საქმიან ტანსაცმელს. 15) პალტო რაც უფრო გრძელია მით უკეთესი. აუცილებლად მუხლს ქვევით უნდა იყოს. 16) ხელთათმანის ტარებისას აუცილებლად უნდა დაიხუროთ რაიმე თავზე. 17) ცუდი ტონია ყველა ცხოვრებისეულ ციტუაციაში ერთი და იგივე საათის ტარება. 619 4-ს მოსწონს
|