x
image
ვიზა კოხაძე
პარიზში გაიხსნა ტრადიციული, რიგით მე - 19 საერთაშორისო შოკოლადის სალონი (+ ბევრი ფოტო )
image
ამ წელიწადს პარიზის შოკოლადის სალონი გამოირჩევა თავისი ჯადოსნურობით, მაგიურობით და ექსტრავაგანტულობით.დეფილეზე უპირველეს ყოვლისა წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილისტების მიერ დამზადებული შოკოლადის კაბები, ავტომანქანები, კოსტიუმები, რომლებიც ფრანგული ცნობადი სახეების მიერ იქნა წარმოდგენილი.image

ეს ჯადოსნური წარმოდგენა შოკოლადის უდიდეს ბიზნესთანაა დაკავშირებული, რომელიც საფრანგეთის ეკონომიკას ყოველწლიურად აძლიერებს. მაგალითისთვის საკმარისია საზოგადოებას შევახსენოთ გასული წლის ბიუჯეტი, რომლის დიდი წილი გაყიდული 400 000 ტონა შოკოლადზე იყო დაფუძნებული.აქედან 34, 000 ტონა მხოლოდ საშობაოდ იქნა გაყიდული.ყველაზე დიდი მოთხოვნილება მაინც პლიტკა შოკოლადზეა. ყოველდღიურად ყოველი ფრანგი ბავშვი ჭამს 12 გრამ შოკოლადს, ხოლო კვლევის შედეგად გარკვეულია, რომ მოზარდთა უმეტესობა ყოველდღიურად 7 გრამ შოკოლადს მიირთმევს.ასეთი მზარდი მოთხოვნის შესაბამისად საფრანგეთში 80 შოკოლადის კომპანია არსებობს.image

imageimage


ყოველწლირად ტრადიციულ სალონში იმართება კონკურსები, სადაც გამოვლენილი უნდა იქნას შოკოლადის საუკეთესო ოსტატები. წარსულში ეს წოდება მიიღეს ცნობილმა სახეებმა: კრისტოფ მიშალაკმა, ჟან - პოლ ევენმა.

ფოტოებზე კი, რომელთაც სტატიაში გთავაზობთ, აბსოლუტურად ყველაფერი შოკოლადისგანაა დამზადებული, რომელიც დამეთანხმებით, საოცრად ლამაზია.


imageimageimage


პიერ მარკოლინმა, რომელიც სპეციალურად იყო მოწვეული დეფილეზე, შოკოლადის ფაბრიკის საგამოფენო დარბაზში გადაწყვიტა მდიდრული გამოფენის მოწყობა.

მთავარი კი ისაა, რომ ყველას განურჩევლად ასაკისა, ეძლევათ საშუალება ესტუმრონ პარიზს და მონაწილეობა მიიღონ შოკოლადის სილამაზის "Самый сладкий в мире", რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში 3 ნოემბრამდე გაგრძელდება.imageimageimageimageimage




0
23
12-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0