სხვა პარიზში გაიხსნა ტრადიციული, რიგით მე - 19 საერთაშორისო შოკოლადის სალონი (+ ბევრი ფოტო ) 2013, 31 ოქტომბერი, 17:49 ამ წელიწადს პარიზის შოკოლადის სალონი გამოირჩევა თავისი ჯადოსნურობით, მაგიურობით და ექსტრავაგანტულობით.დეფილეზე უპირველეს ყოვლისა წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილისტების მიერ დამზადებული შოკოლადის კაბები, ავტომანქანები, კოსტიუმები, რომლებიც ფრანგული ცნობადი სახეების მიერ იქნა წარმოდგენილი. ეს ჯადოსნური წარმოდგენა შოკოლადის უდიდეს ბიზნესთანაა დაკავშირებული, რომელიც საფრანგეთის ეკონომიკას ყოველწლიურად აძლიერებს. მაგალითისთვის საკმარისია საზოგადოებას შევახსენოთ გასული წლის ბიუჯეტი, რომლის დიდი წილი გაყიდული 400 000 ტონა შოკოლადზე იყო დაფუძნებული.აქედან 34, 000 ტონა მხოლოდ საშობაოდ იქნა გაყიდული.ყველაზე დიდი მოთხოვნილება მაინც პლიტკა შოკოლადზეა. ყოველდღიურად ყოველი ფრანგი ბავშვი ჭამს 12 გრამ შოკოლადს, ხოლო კვლევის შედეგად გარკვეულია, რომ მოზარდთა უმეტესობა ყოველდღიურად 7 გრამ შოკოლადს მიირთმევს.ასეთი მზარდი მოთხოვნის შესაბამისად საფრანგეთში 80 შოკოლადის კომპანია არსებობს. ყოველწლირად ტრადიციულ სალონში იმართება კონკურსები, სადაც გამოვლენილი უნდა იქნას შოკოლადის საუკეთესო ოსტატები. წარსულში ეს წოდება მიიღეს ცნობილმა სახეებმა: კრისტოფ მიშალაკმა, ჟან - პოლ ევენმა. ფოტოებზე კი, რომელთაც სტატიაში გთავაზობთ, აბსოლუტურად ყველაფერი შოკოლადისგანაა დამზადებული, რომელიც დამეთანხმებით, საოცრად ლამაზია. პიერ მარკოლინმა, რომელიც სპეციალურად იყო მოწვეული დეფილეზე, შოკოლადის ფაბრიკის საგამოფენო დარბაზში გადაწყვიტა მდიდრული გამოფენის მოწყობა. მთავარი კი ისაა, რომ ყველას განურჩევლად ასაკისა, ეძლევათ საშუალება ესტუმრონ პარიზს და მონაწილეობა მიიღონ შოკოლადის სილამაზის "Самый сладкий в мире", რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. 23 12-ს მოსწონს
|