x
image
რუსუდან ბერიძე
პომიდორთან და ყველთან ერთად გამომცხვარი თევზის ფილე
ინგრედიენტები:


უცხიმო თევზის ფილე–600-700გრ.

1 ცალი– მოზრდილი პომიდორი.

არაჟანი–3-4 სუფრის კოვზი.


3-4 კბილი ნიორი.

მაგარი ყველი–50-60გრ.

კამა, მარილი და წიწაკა–გემოვნებით.

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

ფილე დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.გემოვნებით დავამატოთ მარილი და შავი წიწაკა.ავურიოთ კარგად.მოვაწყოთ ძირში იმ ჭურჭელში, რომელიც უნდა შევდგათ გამოსაცხობათ ღუმელში.

მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი და გადავუსვათ არაჟანი.შემდეგ ფენად მოვაწყოთ ნახევარ რგოლებად, თხელ ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი.მოვაყაროთ ცოტა მარილი.

დავჭრათ კამა და ავურიოთ გახეხილ ყველში და ესეც მოვაყაროთ.ეს იქნება ბოლო ფენა.შევდგათ გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 200 გრადუს ტემპერატურაზე-დაახლოებით 30 წუთი.

მერწმუნეთ ძალიან გემრიელია.მოამზადეთ და თავად დარწმუნდებით.

გემრიელად მიირთვით.image

0
130
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0