ჯანმრთელი კვება სოკოს გემრიელი კატლეტი 2013, 25 ოქტომბერი, 20:35 ინგრედიენტები:
1კგ.ნებისმიერი სახეობის სოკო. 2 თავი ხახვი. 4 ცალი კვერცხი. 4ს.კოვზი ორცხობილას საფენელი. 4 ს.კოვზი მზესუმზირის ზეთი. შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით. მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: სოკო კარგად გავასუფთაოთ, მოვხარშოთ მარილ-წყალში და გადმოვიღოთ საწურზე.გაცივების შემდეგ დავჭრათ ძალიან წვრილად, დავუმატოთ ასევე წვრილად დაჭრილი ხახვი, უმი კვერცხი, მარილი და წიწაკა გემოვნებით და 2 სუფრის კოვზი საფენელი. შემდეგ ყველაფერი ერთად კარგად ავურიოთ. მიღებული სოკოს ფარშიდან მოვამზადოთ კატლეტები.ამოვავლოთ საფენელში და შევწვათ ზეთიან გახურებულ ტაფაზე 10 წუთის განმავლობაში.შემდეგ კი... მიირთვით გემრიელად. 120 6-ს მოსწონს
|