შოუბიზნესი
შოუბიზნესის კიდევ ერთ ახალი წყვილი:გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა
2013, 30 ოქტომბერი, 23:15
ალბათ ყველას კარგად გახსოვთ, გორგის და სალომეს წყვილი ტელეპროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში". მართლაც რომ შეუდარებელად ცეკვავდნენ და უამრავი გულშემატკივარიც ყავდათ. გადაცემა ნანუკას შოუში, გიორგი ვარდოსანიძემ გაამხილა, რომ სალომე ჭაჭუასთან რომანი აქვს, თუმცა მათი ურთიერთობა ამ კუთხით ახალი დაწყებულია და ''ცეკვავენ ვარსკვლავების''დროს არანაირი გრძნობა არ ქონიათ.
სალომე ამტკიცებს რომ რომანი მას შემდეგ დაიწყეს რაც ორივემ ძველი ურთიერთობა დაასრულა.თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ და იმასაც არ მალავენ რომ ახლო მომავალში ეს ლამაზი ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინონ.