შოუბიზნესი რუსკა მაყაშვილის სიყვარულის ისტორია... 2013, 5 იანვარი, 20:41 რუსთაველის თეატრის მსახიობი ძალიან ნიჭიერი, საყვარელი და სასაცილო რუსკა მაყაშვილი - ასეთია მისი ამპლუა ეკრანზე და ქართული საზოგადოების თვალში, ერთ დროს ძალიან შეყვარებული იყო, ფეხბურთელ დათო ყიფიანის შვილზე - გიორგი ყიფიანზე. მათ ერთმანთი 2003 წელს სარფში გაიცნეს, ძალიან პატარა ასაკში, რუსკა 16 წლის იყო, ხოლო გიორგი 14 წლის. თბილიში ჩამოსვლის შემდეგ მათ ერთმანეთი 7 წელი არ უნახიათ. მათი მეორე ნახვა შედგა თეტრში რუსკას სპექტაკლზე, რითაც გიორგი ძალიან მოიხიბლა და აქედან დაიწყო მათი სიყვარულის ისტორიაც. ისინი თავისუფალ დროს ერთად ატარებდნენ, ერთმანეთს ძალიან ბევრ სიურპრიზებს და საჩუქრებს უკეთებდნენ, ერთმანეთი სიგიჯემდე უყვარდათ. მაგრამ გიორგის მოუწია სასწავლებლად ლონდონში გამგზავრება. დიდი ხნის განშორებამ მათ ურთიერთობაში ბზარი გააჩინა და ორივეს გადაწყვეტილებით დაშორდნენ, გიორგის ლონდონში უნდა ესწავლა, ხოლო რუსკას კარიერა თბილისში გაეგრძელებინა.... დღესდღეობით რუსკა და გიორგი კარგი მეგობრები არიან. ვნახოთ რა იქნება მომავალში... 325 4-ს მოსწონს 1-ს არა
|