x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
პიცის სწრაფი მომზადება ტაფაზე,15 წუთში.
image

ცომისთვის დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:


4 ს.კოვზი არაჟანი

4 ს.კოვზი მაიონეზი


2 კვერცხი

9 სუფრის კოვზი პ/ფქვილი

მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

ყველა კომპონენტი ავურიოთ და მოვზილოთ ერთგვაროვანი და ფაფუკი ცომი.

მიღებული ცომი გავაბრტყელოთ ცხიმწასმულ ცივ ტაფაზე და ზემოდან მოვაწყოთ რგოლებად დაჭრილი პომიდორი, დაჭრილი შებოლილი ძეხვი, ან ბეკონი წვრილად დაჭრილი.უხდება

წითელი ბულგარული წიწაკაც.გემოვნებით შავი წიწაკა.ეს პროდუქტები შეარჩიეთ სურვილის და საშუალების მიხედვით.

შეგვიძლია ხორცეულის მაგიერ, ხახვში მოთუშული სოკოთიც გავაფორმოთ, ან კიდევ წვრილად დაჭრილი და მოთუშული ქათმის ფილე გამოვიყენოთ.ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.მაგრამ რაც მთავარია თავზე მოვახეხოთ ბლომად ყველი.ეს მთავარი კომპონენტია.დავახუროთ ტაფას თავი და შევდგათ ნელ ცეცხლზე.ათ წუთში ვნახოთ.თუ ყველი გამდნარია, ჩვენი პიცაც მზად არის უკვე და....

გემრიელად მიირთვით!

6
4075
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
4075
  
2014, 15 იანვარი, 16:17
პურისფქვილზეცაა დამოკიდებული,შესაძლებელია ცოტა დაუმატოთ,მთავარია ფაფუკი ცომი მიიღოთ,რომელიც ადვილად იწევა ტაფის ძირზე.ხელს რომ მიაჩვევ ფქვილს არც უნდა ანგარიში,თავად მიხვდები რამდენი უნდა უყო.
2014, 15 იანვარი, 13:25
მე მაქვს ეს პიცა გაკეთებული ზედმიცევნით მაგრამ ცომი არ გამომდის ისეთი რომ გავაბრტყელო გამოდის არაჯნის სისქის და რატომ ?
2013, 31 ოქტომბერი, 9:59
არა,პიცის ცომი სასურველია საფუარის გარეშე.მისი შემადგონლობიდან გამომდინარე მერწმუნეთ საკმაოდ ფაფუკი ცომია.
2013, 31 ოქტომბერი, 9:49
საფუარი არ სჭირდება?
2013, 30 ოქტომბერი, 18:40
ძალიან ნაზი ცომია და დამყოლი დამუშავებისათვის.თან ძალიან გემრიელიც.ნახეთ და აუცილებლად მოგეწონებათ.
2013, 30 ოქტომბერი, 18:34
პიცას ხშირად ვაკეთებ და ხშირადაც ვისმენ კომპლიმენტებს:) მაგრამ ასეთი ცომი პიცისთვის ჩემთვის მართლაც უცხოა, ვცდი აუცილებლად.
0 1 6