სიახლეები უცნაური დაავადება.გოგონა სისხლის ცრემლებით ტირის.ექიმები ჩიხში მოექცნენ. 2013, 30 ოქტომბერი, 12:44
ახალგაზრდა გოგონა რომელიც ჩილეში ცხოვრობს, სისხლიანი ცრემლებით ტირის.ამ ქვეყნის ოფთალმოლოგები ჩიხში მოექცნენ.მათ აღნიშნეს, რომ წარმოდგენაც არ აქვთ, როგორ უმკურნალონ ამ უცნაურ პაციენტს.
ეს არის 20 წლის გოგონა, რომელის სახელია იარიტზა ოლივა(yaritza oliva).ერთი თვის წინათ, მოულოდნელად შენიშნა სისხლისფერი გამონადენი თვალებიდან.შეშინებულმა გოგონამ მიმართა ოფთალმოლოგს, რომ გაეგო ასეთი უცნაური დაავადების მიზეზი.ის აღნიშნავს, რომ აქამდე თვალის არცერთი ინფექციური დაავადება და ტრამვა არ გადაუტანია და თხოვა ექიმს, რომ რაიმე საშუალება დაენიშნა ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
ექიმებმა დაიწყეს ამ არაბუნებრივი პათოლოგიის გამოკვლევა, მაგრამ მალე“მხრები ჩამოყარეს", რადგან ვერავითარი თვალის ინფექცია და დარღვევა ვერ დაადგინეს.დაუნიშნეს თვალის წვეთები და გამოწერეს საავადმყოფოდან. გოგონას მდგომარეობა ისევ უცვლელი დარჩა.წუხდნენ მისი მშობლები.გადაწყვიტეს ფინანსური დახმარება ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის ეთხოვათ, რომ თანხა შეეგროვებინად.სურდათ იარიტზა უფრო გამოცდილი სპეციალისტებისთვის ეჩვენებინათ, რომ მათ პროფესიული დახმარება გაეწიათ უნუგეშო გოგონასთვის.მშობლებს ამისთვის არაფერი დაუშურებიათ.“გთხოვთ შედით ჩვენს მდგომარეობაში.გაიღეთ მოწყალება და დაეხმარეთ ჩვენს გოგონას".ამ სიტყვებით მიმართეს მათ ჩილეს მოსახლეობას, ადგილობრივი ტელე-არხების საშუალებით. ამ დაავადების შესახებ ბრიტანულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა თავისი ვერსია.იქნებ ეს გოგონა იტანჯება დაავადებით, რომელსაც ეწოდება“გემოლაკრია".მისი დამახასიათებელია ცრემლებთან ერთად სისხლიანი გამონადენი თვალებიდან. ჩვენ რა შეგვიძლია.იმედს ვიტოვებთ, რომ გამოცდილი ოფთალმოლოგები დაადგენენ იარიტზას დაავადებას.უმკურნალებენ შედეგიანად და მალე ჯანმრთელი დაუბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრების რეჟიმს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ იარიტზა ოლივას! 88 2-ს მოსწონს
|