სიახლეები ქალს რომელსაც 66 წლამდე,თავი კაცი ეგონა ... 2013, 31 ოქტომბერი, 23:21
მედიკოსებმა ჰონკონგში გამოიკვლიეს 66 წლის მამაკაცი და აღმოჩნდა რომ ის-ქალი იყო.პაციენტს აწუხებდა ტკივილი მუცლის არეში და მუცლის მოულოდნელი გაზრდა.გადაწყვიტეს გაეკეთებინათ მუცლის ღრუს ოპერაცია.ქირურგიული ჩარევის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ კაცის ნამდვილი დაავადება-საკვერცხეების კისტა იყო.
შემდეგი გამოკვლევებისას აღმოჩნდა, რომ ჩინელს–წარმოშობით ვიეტნამელს, 2 მემკვიდრეობითი დაავადება ქონდა.პირველი დაავადება იყო–ტერნერის სინდრომი.რომლის დროსაც ქალს უნარი არა აქვს ბავშვის ყოლის.მიუხედავად იმისა რომ გამოიყურება როგორც მშვენიერი სქესის წარმომადგენელი.საქმე იმაშია, რომ ისინი იბადებიან მხოლოდ ერთი-X ქრომოსომით.
ამ უჩვეულო პაციენტს მეორე დაავადებაც ქონდა–თანდაყოლილი თირკმელზედა ჰიპერპლაზია.რის შედეგადაც ორგანიზმში უფრო მეტი მამაკაცური ჰორმონები ჭარბობდა.ამიტომ თავად უფრო მეტად კაცის გარეგნობა ქონდა, ვიდრე ქალის.ბიოლოგიურად ხომ ქალი იყო.
ამ გამოკვლევის შედეგად, პაციენტი შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა.ის აზრი რომ ის ქალი იყო, არასოდეს თავში არ გაუვლია.მითუმეტეს ის ატარებდა წვერს და სიმაღლით იყო–137 სმ.რაც ჩინელი მამაკაცისთვის არც ისე პატარაა.მართალია მთელი ცხოვრება იტანჯებოდა იმის გამო რომ“მამაკაცური ღირსება"ზომებს არ შეესაბამებოდა(პატარა ბავშვს მიუგავდა), მაგრამ თავის ბიოლოგიურ “ქალურობას"ის არაფრით არ უკავშირებდა ამ დეფექტს. პაციენტმა გადაწყვიტა, შემდეგშიც იცხოვროს როგორც მამაკაცი.ამისათვის კი მან სიცოცხლის ბოლომდე, დამატებით მამაკაცური ჰორმონები უნდა მიიღოს. 138 6-ს მოსწონს
|