მუსიკა ვირტუოზი მევიოლინე–დევიდ გარეტი 2013, 29 ოქტომბერი, 23:21 ..მისთვის სულერთია იგი ქუჩაში დგას დახეული ჯინსებით, უბრალო მაისურით თუ ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლის სცენაზე, თავისი სტრადივარიუსით ის ერთნაირად ატკბობს მსმენელთა სმენას. იგი მუსიკოსია განსაკუთრებული“პოზის "გარეშე. დევიდ გარეტი ყველგან ერთნაირად კომფორტულად გრძნობს თავს. ის უკრავს კლასიკას და როკს. მსოფლიოში ცნობილი ახალგაზრდა ნიჭიერი 27 წლის ვირტუოზი მევიოლინე დევიდ გარეტი ბავშვობიდანვე ცნობილი იყო. ათი წლის ასაკში მან პირველი კონცერტი ჩაატარა ჰამბურგის ფილარმონიაში. 17 წლის ასაკში კი იგი ცნობილ ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში შევიდა, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი ხელოვნების სფეროს უმაღლესი სასწავლებელია. იგი თავისი ვირტუოზული შესრულებით საუკუნოებრივ სტერეოტიპებს ანგრევს და კრიბავს ათასობით მსმენელს დარბაზებსა თუ სტადიონებზე. 756 5-ს მოსწონს
|