x
ტყუილი, ტყუილი - პაპიროსი პირში
imageდღეს ერთი ადამიანი ლამის შემასკდა "ტყუილი ტყუილია და არანაირად არ შეიძლება ადამიანმა მოიტყუოს"-ო. ბევრი ვისაუბრეთ, ბოლოს ლამის ინანა რატომ არ არსებობს ინკვიზიცია თორე არ აგცდებოდაო. (იხუმრა) .
როცა ტყუილზე საუბრობენ, ყოველთვის მახსენდაბა ბაბუაჩემის მიერ მოყოლილი ერთი იტორია.
სოფელში თურმე ერთი კაცი ცხოვრობდა. ხან მეზობლის თხას იპარავდა, ხან ქათამს და ხანაც ძროხას. ფაქტზე ვერავინ წაასწრო. მაგრამ ყველამ იცოდა რომ სწორედ ის იყო ქურდი. ერთხელაც, როცა მორიგი ძროხა წააყოლა ხელს. სოფელი შეიკრიბა და გადაწყვიტა ქურდი დაესაჯა. ბევრი ფიქრის მერე გადაწყვიტეს რომ ის ეკლესიაში დაებარებიათ და ხატზე ფიცით გამოეტეხათ. ამბავი ქურდის ცოლს შეატყობინეს რადგან თავად ქურდი სახლში არ დაუხვდათ. "შენს ქმარს გადაეცი ხვალ დილით ეკლესიაში მოვიდეს წირვაზეო" კარგიო უთხრა ცოლმა და ქმარს დაუწყო ლოდინი. როცა დაბრუნებულმა ქმარმა ეს ამბავი გაიგო შეწუხდა. იმაზეც იფიქრა სახლში არ შემომივარდნენო და დასაძნებლად სახლის სხვენში ავიდა. სხვენში აუარება ძელი ნივთი ეყარა. მათ შორის ბავშვის აკვანიც. რა გაეწყობოდა, ღამე აქ უნდა გაეტარებია და დილით ეკლესიაშ წასულიყო. არ მისვლა აღიარების ტოლფასი იქნებოდა. მოკალათდა შეძლებისდაგვარად, თავი აკვანს ჩამოადო და ჩაეძინა. ყველა ერთხმად ვაღიარებთ რომ ტყუილი ცუდია. თუმცა ყველამ ვიცით რომ მის გარეშე ძალიან გაძნელდებოდა ურთიერთობა, ცხოვრება. ცუდია, მაგრამ ეს ისეთივე ნორმაა როგორც ღიმილი. ფაქტის შელამაზება, გადაჭარბებული კომპლიმენტი, ბოლომდე არ თქმული სიმართლე, ბავშვის უხერხულ კითხვაზე გაცემული შესაბამისად მოფიქრებული პასუხი, შეყვარებულის ახალი ვარცხნილობით ან გამომცხვარი ნამცხრით გამოწვეული აღშფთოვანების რეალური მიზეზის გადასხვაფერება და კიდევ ათასი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, უწყინარი, მაგრამ მაინც პატარა ტყუილი. კარგი იქნებოდა რაიმე კლასიფიკაცია რომ მიენიჭებინათ ტყუილისთვის როგორც მაგალითად დამწვრობას ანიჭებენ. არ შეიძლება. მაგრამ მის გარეშე შევძლებთ? კატეგორიები სიმძიმის მიხედვით ნამდვილად ძნელი მისანიჭებელია. მაგრამ არსებობს შემდეგნაირი სახეობები :მე - შენ. შენ - მე. ჩვენ - მათ. ისინი - ჩვენ. ისინი - მათ და მე - საკუთარ თავს. და ეს ყველაფრი ისე კოხტად მუშაობს... საათივით. სცადეთ აბა გააჩეროთ!!!

ა, ხო იმ ქურდის ამბავი... გაგრძელება იხილეთ აქ
0
545
3-ს მოსწონს
ავტორი:da-vid
da-vid
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0