x
Имидж - ничто. Жажда - всё... მაგრამ ამ "პეროებს" რა ვუყოთ!?
-ქალბატონო, თქვენი შვილი ნამდვილი პოლიგლოტია.-უიმე, დაგექცა დაბადებააა, რატომ დამღუპე შვილო.. დეილია გოგოები? მამაშენს ვერ გადურჩებიი. მოგვჭარი თავი ხომ!?

არადა რამდენ ადამიანს ვიცნობ ძალზედ რომ უყვარს ჟარგონებით, ტერმინებით და უცხო სიტყვებით ჟანგლირება. ნუ აღარ იცის რა თქვას ისე რომ რაიმე ზე-ბრძნული ტერმინი არ ჩააქსოვოს წინადადებაში რომელიც ისედაც თვითკმაყოფილებით გამძღარი "მე"-დან იწყება. თან დროდადრო ცოტათი შელამაზებულ ფრაზებს უფრო სანდოობისთვის ვღაცის უცხოურ გვარს თუ მიაწერს "როგორც ის ბრძანებდა"-ო. რა საჭიროა ეს ყველაფერი, ნუთუ ასე ეშინიათ რომ სათანადოდ ვერ დააფასებენ ამ ზედმეტი "ზიზილ-პიპილოების"გარეშე!? ა, იმიჯიიი!?

-ჩვენი მეზობლის რძალი ისეთი კარგი გოგოა, ისეთი ზრდილი და განათლებული. თან რა ოჯახიდან!? ცნობილი ოჯახია ქალაქში. გოგოც კარგად აღაზრდეს.. სუფთა პუტანური აღზრდის წესებით...

რამოდენიმე დღის წინ ორ ადამიანს ვკითხე რომელიმე სიმღერას ხომ არ გაიხსენებდით ისეთს თქვენთვის ბედნიერ, სასიამოვნო მოგონებებს რომ უკავშირდება მეთქი. კი როგორ არაო და დაიწყეს ცნობილი კომპოზიტორებით, შემსრულებლებით, წლებით ჟანგლირება ისევ. არადა როგორც შმდეგ გაირკვა ამ, უბრალოდ "ვიცით, ჩვენც ამას ვუსმენთ" მოტივებზე ამოჩემებულ სიმღერებთან თითქმის არანაირი მოგონება არ აკავშირებდათ. უბრალოდ დააფიქსირეს გემოვნება გვაქვსო. არადა სასიამოვნო მოგონება ყველაზე სულელურ და ბანალურ სიმღერასთანაც შეიძლება გაკავშირებდეს. მაგრამ იმიჯი!?


-აუ შენ შემოგევლე რა, ის სიმღერა გაუშვი, აუ ის. დედას რომ შილი დაეწვა და ამაზე როა დაწერილი. აი ის. SINGARELA... (რეალური შემთხვევიდან)

დღეს ჯაზს იმდენი ადამიანი ესევა. იფიცებს, იგინებს, მცენარეულ საფარს იბრდღვნის რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ის ერთად ერთი ჭეშმარიტი, უნიკალური და სუფთა მუსიკაა რაც კი საერთოდ არსებობს და ეს საყოველთაო სვლა და ბრდღვნა თბილისის და ბათუმის ჯაზ ფესტივალებზე... ჰაეე. ნუ გააჯაზეთ რა! გავკარი ტუსივკის გამო შექმნილ ჯაზმოყვარულობის იმიჯს. ერთი კი ვიცი, ვისაც რეალურად უყვარს და აფასებს ჯაზს ამის საქვეყნოდ ყვირილი ისე აინტერესებს როგორც ახლა მე მეზობელი ბერჩის ძაღლის კუჭის მოქმედება. მაგრამ რას იზამ, დღეს ეგეც ფრაზების იმ შეიარაღებაში შედის სატუსოვკედ რომ აისხამენ ხოლმე. ამ არსენალშია: "ვაიმე, მე ვერააა, ვმარხულობ გოგოო.", "აუ, Яპონურ პოეზიაზე ვგიჟდებიი", "ვეცემი ბულგაკოვზე და ჰესეზე", " აუ ბენსონი გიჟია ეეე" და სხვა მრავალი. რა საჭიროა ეგ უხარისხო მაკიაჟივით ყალბი იმიჯი!?


-უკაცრავად ექიმო, სასწრაფოდ მჭირდება კასტრაცია. ამაზე ჩემი ბედია დამოკიდებული. გთხოვთ დამეხმარეთ...დიდი მადლობა ექიმო. თქვნ მე გადამარჩინეთ. ახლა რაბინი თავის გოგოს ნამდვილად მომათხოვებს.-რაბინი? თქვენ წინდაცვეთა გდომებიათ!-აბა მე რა გითხარით ექიმო?!

ადრე ძალიან მომწონდა სპრაიტის რუსულ ენოვანი რეკლამა "Имидж - ничто. Жажда - всё". დღეს ეს ფრაზა უფრო ღიმილის მომგვრელია როცა საკუთარ თავზე დაბრალებული ინტელექტი, ერუდიცია და გემოვნება ტუსივკის შემდეგ ცივ შხაპთან ერთად ღამის კოსმეტიკას თან მიყვება. სავარაუდოდ მეორე საღამომდე. დილით მაინც რა საჭიროა...


-შენ დომენი გაქვს ხო!?-არა კაცო სუფთა ვარ, მე ყოველთვის პრეზერვატივს ვხმარობ!
მთვარის კლუბი
0
21
1-ს მოსწონს
ავტორი:da-vid
da-vid
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0