x
image
cxvedo
ხორცი ფრანგულად
ინგრედიენტები:

● ღორის ხორცი - 500 გ.

● პამიდორი - 2 ცალი

● სოკო - 100-150 გ.


● ხახვი - 2 ცალი

● მაიონეზი - გასაფორმებლად

● მარილი და პილპილი - გემოვნებით

● ყველი (სურვილისამებრ) - გემოვნებით


ხორცი ფრანგულად


მომზადება:

ხორცი დავჭრათ თხელ (დაახლოებით 0.8 სმ) ფენებად. თითოეულ ფენას მოვაყაროთ მარილი და პილპილი. გავაჩეროთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოვაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი. ასევე ზემოდან მოვალაგოთ რგოლებად დაჭრილი პამიდორი. ამასობაში სოკო დავჭრათ თხელ ფირფიტებად. საცხობ ქაღალდზე წავუსვათ კარაქი და დავალაგოთ ხორცი, ზემოდან ხახვი და პამიდორი, ხოლო ბოლოს სოკოს ფირფიტები დავალაგოთ. გემრიელი იქნება სოკოს ზემოდან გახეხილ ყველს თუ მოვაყრით. ბოლოს ზემოდან მოვასხათ მაიონეზი და შევდგათ ღუმელში 180 გრადუს ცელსისუს ტემპერატურაზე 25 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ...


გემრიელად მიირთვით











0
94
9-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0