არქიტექტურა ბრწყინვალე და დიდებული-გერგეტის სამების ეკლესია 2013, 29 ოქტომბერი, 12:24 გერგეტის სამების ეკლესია ჩრდილოეთით ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზეა აგებული კავკასიის მთების სიახლოვეს, იგი აგებულია XIV საუკუნეში, მისი სახელწოდება წარმოდგება სოფელი გერგეტიდან, რომელიც სტეფანწმინდის რაიონს ეკუთვნის.ეს საკმაოდ დიდი ტაძარი პატარად მოგეჩვენებათ გიგანტური ყაზბეგის მთის ფონზე, რომელიც მუდამ თოვლითაა დაფარული. წყაროები და არქიტექტურული სტილი იმას მიუთითებს, რომ სამების სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ეკლესიის აღმავალ პერიოდში-XIV საუკუნეშია აგებული. შემონახულიაა შემოღობილი ქვის კედელი, წმინდა სამების გუმბათოვანი ეკლესია და სამრეკლო, რომელიც აშენდა მოგვიანებით (მე -16 საუკუნეში). ყოველი წლის ივლისის თვეში აქ იმართება სახალხო დღესასწაული "გერგეტობა", სადაც უამრავი ხალხი იყრის თავს. აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს 1795 წელს აქ გადამალეს წმინდა ნინოს ჯვარი. სამხრეთ ფასადთან დგას ჯვარი, აქ თემის უხუცესები თავის დროზე მართავდნენ საბჭოს. 221 4-ს მოსწონს
|