x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ვჯანყდები, მაშასადამე ვარსებობ!

აი დადგა დღე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ არის და ვემზადებით გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციისთვის. ქვეყანაში პრობლემები მრავლადაა. მოსახლეობის უმრავლესობა ისევ სიღარიბის ზღვარს მიღმაა და გადარჩენისთვის იბრძვის. ამ ყველაფრის პარალელურად კი განვითარების და

სვანების დაფიცება ხატზე

კეთილდღეობის მომტან ნიღაბში დამალულ სვანეთის განადგურების გეგმას ყურადღებას არავინ აქცევს. სვანები კი ჯანყდებიან! დაიფიცეს რომ სვანეთს არავის დაატბორინებენ და თუ საჭირო იქნება თავს შესწირავენ საკუთარ კუთხეს. მინისტრები, პრემიერ მინისტრი და ახალი პრეზიდენტი კი ისევ ჯიუტად იმეორებს ფრაზას: ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება.

გვიღირს კი რაიმე სახის მოგებად სვანეთის და თუნდაც ერთი სვანის გაწირვა? რა ღირს ერთი საფლავი, რომელიც უნდა დაიტბოროს და წყალში ჩაიძიროს? რა ფასი უნდა ავიღოთ მე–12 საუკუნის ნატაძრალზე აშენებული ეკლესიის დატბორვაში? და რა ღირს ერთი ჩვეულებრივი ადამიანის სიცოცხლე? ამაზე პასუხი არავის აქვს და გააზრებულად ცდილობენ საკუთარი მიზნების შესრულებას. ეს იქნება მესამე ავტო გოლი ფეხბურთელი მინისტრისგან. ეს იქნება სიტყვის გატეხვა ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე პოლიტიკოსის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ეს იქნება ღალატი ადამიანისგან, რომელსაც მოსახლეობა ყველაზე მეტად ენდობა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისგან. სვანები არ ნებდებიან და ისინი ამტკიცებენ რომ ცოცხლობენ. სვანეთი ჯანყდება, რაც კონსტიტუციური უფლებაა მათი. ნუ მიგვიყვანთ აჯანყებამდე!

3
42
4-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი გოგბერაშვილი
გიორგი გოგბერაშვილი
42
  
2013, 28 ოქტომბერი, 22:07
ეს რომ წავიკითხე დავინტერესდი ,მაგრამ აღმოჩნდა უკვე ვიცოდი ამაზე,უბრალოდ ამის წაკითხვის დროს უცებ გავითიშე და სხვა მეგონა,ეს პრობლემა დიდიხანია არის მგონი და ნუ გეშინით ყველაფერი ადამიანების სასიკეთოთ გადაწყდება.შუღლით და დაპირისპირებით არაფერი მოხდება,ერთმანეთის მოსმენით და სიყვარულით გვარდება ყველაფერი
2013, 28 ოქტომბერი, 22:02
შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას ნებისმიერ დროს. სამწუხაროდ მედიაში ნაკლებად ვრცელდება ობიექტური ინფორმაცია ამ თემაზე. მხოლოდ ერთი მხარის, ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოზიცია შუქდება. ამიტომ გთავაზობთ იგივე ფეისბუქით მიიღოთ ინფორმაცია. დღეს საბედნიეროდ არსებობს სრულიად თავისუფალი სივრცე სადაც ნებისმიერ ინფორმაციას შეუზღუდავად მიიღებთ.
2013, 28 ოქტომბერი, 20:28
ნაკლებად მაქვს ინფორმაცია ამაზე ასე რომ კომენტარს ვერ გავაკეთებ რამე შცდომით რომ არ დავწერო. რამე საშიშროება რომ ემუქრებოდეს ამ კუთხეს არ ამგონია პირველ რიგში პატრიარქი იყოს მომხრე ,რომელსაც ახსენებ სტატიაში....უბრალოდ ერთს გეტყვი შენი ემოცია და სათქმელი ძალინ კარგად გაქვს გადმოცემული და იქნებ ეს კალაძეს წააკითხო ფეისბუქის გვერდის მეშვეობით...მშვიდობას ვისურვებდი და გიორგი მარგველაშვილს გაემართლებინოს ნდომა , იმედი და მედია აცნობიერებს რომ მას არავინ იცნობდა და ესე გაუცნობლად ამდენმა ადამინმა ნდობა გამოუცხადა,ეს იმას ნიშნავს რომ ძალინ გვიჭირდა მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაში ,იმდენად რომ ოღონდ ის ხალხი მოვიშოროთ და უცნობ ადამიანს ნდობა გამოვუცხადეთ,რათქმანდა უფრო კარგად ნაცნობ ბიძინა ივანიშვილს...ღმერთმა გაგაძლიეროთ სვანებო და დაიცავით თქვენი კუთხე,უბრალოდ სწორად გაგება რაღაცეების არ გამოგვრცეს ამ დროს და მშვიდად მოგვარება ჯობია
0 1 3