x
image
რუსუდან ბერიძე
რატომ შეგვიძლია ნათურის პირის ღრუში მოთავსება და უკან გამოტანა კი- არა.
imageხშირად ტრავმატოლოგებს დახმარებისთვის მიმართავენ ადამიანები, რომელთა დანახვა დახმარების აღმოჩენამდე მედპერსონალში და მნახველებში, უნებლიე ღიმილს იწვევს.

საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი გართობის მოყვარული ადამიანი, განსაკუთრებით კი ბავშვები ხშირად მიმართავენ ცდებს იმის დასამტკიცებლად რომ სიცრუეა თითქოს ის ფაქტი, რომ თუ ნათურას პირის ღრუში მოვითავსებთ, მას უკან ვერ გამოვიტანთ.მაგრამ ეს სამწუხაროდ სიმართლეა და მერწმუნეთ საკმაოდ საშიში ოინია.ნათურა ხომ მინისგან და მეტალისგან არის დამზადებული და ადვილათ შესაძლებელია დაგიზიანოთ ენა და პირის ღრუ.

საინტერესო ფაქტია, რატომაა რომ ჩვეულებრივი ნათურა ასე ადვილად შედის პირის ღრუში, მერე კი მოკალათდება იქ, როგორც თავის სახლში და არ სურს გარეთ გამოსვლა?ეს ყველაფერი უბრალოდ აიხსნება.ნათურას ხომ მსხლისმაგვარი ფორმა აქვს და მისი პირის ღრუში მოთავსება ადვილია.ნერწყვით სველდება მინა და ლოყების კუნთები მაგრად ეკვრის ნათურას და უფრო მეტად იჭერს მას.არ აძლევს უკან გამმოსვლის საშუალებას.

imageიმისათვის რომ დამოუკიდებლად შეძლოთ ნათურის პირის ღრუდან გმოტანა, უნდა შეეცადოთ მაქსიმალურად მოადუნოთ პირის ღრუს კუნთები.რაც ასეთ სასაცილო სიტუაციაში, მერწმუნეთ არც ისე ადვილია.ამიტომ ცდაც უშედეგოდ მთავრდება.ამიტომ ამ შემთხვევაში ნუ ეცდებით ნათურის დამტვრევას და ისე გამოტანას.სასწრაფოდ მიმართეთ ახლო მდებარე საავადმყოფოს, თუ ამის საშუალება გაქვთ.ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.თან მოემზადეთ იმისთვის რომ პირველად გაეცინებათ თქვენს არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაზე, მაგრამ მალევე აღმოგიჩენენ აუცილებელ დახმარებას.image გამოცდილი ექიმები ერთი ხელის მოსმით აგვარებენ ამგვარ პრობლემებს.ისინი მკვეთრად ურტყამენ ხელისგულს იმ სახსრის ადგილს, სადაც ქვედა და ზედა ყბა ერთდება.ამ დროს პაციენტის პირის ღრუ დიდზე გაიღება და წამიერად უნდა მოხდეს ამ დროს ნათურის გამოტანა.


ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ გაფრთხილებთ რომ, რამდენიმე დღე გეტკინებათ პირის ღრუს კუნთები.ეს ბუნებრივიცაა, რადგან დიდხანს იყო დაძაბულ მდგომარეობაში ეს კუნთები.

ამიტომ გირჩევთ, რომ ეს არსასიამოვნო მდგომარეობა თავიდან რომ ავიცილოთ, ნუ ჩავატარებთ ასეთ ექსპერიმენტებს.

6
557
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
557
  
2013, 31 ოქტომბერი, 21:21
გაიხარეთ
2013, 31 ოქტომბერი, 21:20
მადლობთ
2013, 31 ოქტომბერი, 21:07
სახალისო იყო ძალიან :D:D:D
2013, 29 ოქტომბერი, 9:16
კაი იყო :D:D:D
2013, 29 ოქტომბერი, 1:10
საინტერესო კომენტარია,ვიცინე ბევრი.გაიხარეთ
2013, 28 ოქტომბერი, 21:58
ერთერთმა დაბოლილმა ახალგაზრდამ ჩაატარა ექსპერიმენტი ჰოდა ძმაკაცებმა მიიყვანეს საავადმყოფოში ექიმმა აღმოუჩინა ზემოთ მოყვანილი მეთოდით დახმარება და ნათურაც გამოუღო პირიდან. გზაში მეორე ძმაკაცმა ეს როგორ ვერ გამოიღოო და თვითონაჩ ჩაიდვა პირშიო და ისევ მიადგნენ იმ ექიმს :D :D :D ექიმა როგორც კი გამოიღო ნათურა იქავე გაუტეხია თქვენ კიდევ მომადგებით აქო :D :D :D
0 1 6