მოვლენები ვუალი 2013, 27 ოქტომბერი, 19:18 ვუალი თავსაბურავის ნაწილია, რომელიც სახეს მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს.იგი გიპიურისგან ანდა გამჭირვალე ქსოვილისგან მზადდება. სავარაუდოდ ვუალი პირველად აღმოსავლეთში დაამზადეს. ის განსაკუთრებით პოპულარული ხდება ევროპაში მე-14 მე-15 საუკუნეებში. ვუალი მოდაში მე-19 საუკუნიდან ბრუნდება და პირველ მსოფლიო ომამდე იგი ქალის ელეგანტურად ჩაცმულობის მთავარ ატრიბუტად რჩებოდა, მას შლიაპაზე სპეციალური სამაგრებით ამაგრებდნენ. ყველაზე პოპულარულია ინგლისური სტილის ვუალი-ბადისებური ქსოვილი, რომელიც სახეს ცხვირის წვერამდე ფარავს და ფრანგული-რომელსაც შლიაპასთან ერთად ხმარობენ..... 104 10-ს მოსწონს
|