შესანახი პროდუქტები როგორ უნდა მოვამზადოთ საწებელი - ე.წ. " კეტჩუპი" სახლის პირობებში 2013, 26 ოქტომბერი, 10:33 შესანახი საწებლის მოსამზადებლად საჭიროა შევიძინოთ შემდეგი დასახელების პროდუქტები:
1) ვაშლი "ანტონოვკა" - 2 კგ:
2) პომიდორი - 10 კგ:
3) წითელი ბულგარული - 2 კგ:
4) წითელი წიწაკა - 0, 5 კგ: 5) 2, 3 ტავი ნიორი: 6) 20 მარცვალი დუშისტი: 7) 20 მარცვალი - მიხაკი: 8) 4 სუფრის კოვზი კრახმალი: 9) ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი. მომზადების წესი: ყველა დასახელებულ ინგრედიენტს დავჭრით და მოსაშუშად ჩავყრით დიდ ქვაბში. ნელ ცეცხლზე უნდა გავაჩეროთ 2 საათი და პერიოდულად ვურიოთ, რომ არ დაიკრას.შემდეგ გადმოვიღებთ საწურზე გასაციებლად და როდესაც გავივდება, შეგვიძლია ჩავჭყლიტოთ.მიღებული მასა გავწუროთ მარლაში, რომ ნარჩენები არ გაჰყვეს. პარალელურად გამოვკრათ მარლაში წინასწარ დაჩეჩქვილი დუშისტი და მიხაკის მარცვლები და ჩავდოთ უკვე კარგად გაწურულ მასაში, შემოვდგათ კვლავ ნელ ცეცხლზე და კიდევ ვადუღოთ 2 საათი.მარლაში შეკრული მასა გადავაგდოთ, ხოლო საწებელს დავუმატოთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი და 4 სუფრის კოვზი კრახმალი, რომელიც აუცილებლად უნდა გავხსნათ წინასწარ იმავე წვენში, რაც ქვაბში გვაქვს.ამ პროცედურის შემდეგ კიდევ ცეცხლზე უნდა იყოს ნახევარი საათი. მომზადებული საწებელი შეიძლება შევინახოთ "ასპირინის" გარეშეც, თუ სტერილურ ქილებში ან ბოთლებში ჩავასხამთ. სხვა შემთხვევაში უნდა მივცეთ ყველასთვის კარგად ცნობილი აბები, რომელიც იცავს პროდუქტს ამჟავებისგან. 7124 10-ს მოსწონს 1-ს არა
|