x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ღორის ხორცი ჩინურად
ინგრედიენტები:

● ღორის ხორცი - 350 გ.

● შაქარი - 5 გ.

● ჯანჯაფილი - 1 ჩაის კოვზი


● სტაფილო - 100 გ.

● დაკონსერვებული ანანასი - 200 გ.

● კარტოფილის სახამებელი - 15 გ.

● სოიოს სოუსი - 50 მლ.

● მზესუმზირის ზეთი - 40 მლ.

● ბულგარული წიწაკა (უკეთესია ნარინჯისფერი) - 1 ცალი


ღორის ხორცი ჩინურად


მომზადება:

წვრილ ზოლებად (1.5 სმ) დავჭრათ ღორის ხორცი. რამდენიმე ასეთი ნაწილი დავჭრათ პროპორციულ (1.5სმX1.5სმX1.5სმ) კუბიკებად და მოვამზადოთ სოუსი, რომელსაც შევურევთ სოიოს სოუსს, კარტოფილის სახამებელს, ჯანჯაფილს და საქარს. მიიღება სოიოს ტკბილი სოუსი. წვრილად დავჭრათ წიწაკა, სტაფილო და მოვშუშოთ ზეთში 3-5 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ანანასი და ერთნაირ ტემპერატურაზე მისვლის შემდეგ გადმოვდგათ. ღორის ხორცი მოვშუშოთ მაღალ ცეცხლზე. როდესაც იგი ოქროსფერს მიიღებს, დავუმატოთ სოუსი და წამოვადუღოთ (ამ ყველაფერზე მაქსიმუმ 10 წუთი დავხარჯოთ). როდესაც ღორის ხორცი მზად იქნება, დავუმატოთ მოშუშული ბოსტნეული (მოშუშული წიწაკა, სტაფილო და ანანასი), გავაცხელოთ და...


გემრიელად მიირთვით








0
459
13-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
459
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0