სხვა ხისგან შექმნილი იდეალური გეომეტრიული სკულპტურები (ბევრი ფოტო) 2013, 24 ოქტომბერი, 22:26 კორეელმა სკულპტორმა Lee Jae-Hyo-მა თავის შემოქმედებაში თითქმის შეუძლებელი შეძლო: შეშის უზარმაზარი მორებისაგან ის ქმნის ულამაზეს სკულპტურებს, ავეჯს და სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშებს. Lee Jae-Hyo-ის ფანტაზიას საზღვარი რომ არ აქვს, შეგვიძლია დავრწმუნდეთ ამ ულამაზესი და დახვეწილი სკულპტურების ხილვით. ეს ხის სფეროები პლანეტების აღლუმს გვაგონებენ. ტოტების ქაოსური და დახლართული ხვეულებისაგან ხელოვანი ქმნის ნატიფ ფიგურებს. ხეებისაგან შექმნილი ავეჯი: პუფი, მაგიდა და სავარძელი. Lee Jae-Hyo-ის შექმნილი 15-მეტრიანი სკულპტურა მიმდინარე წელს დაიდგა დუბაიში. 134 14-ს მოსწონს
|