სხვა ჯადოსნური ფესტივალი შუაგულ უდაბნოში «Burning man» (22 სურათი) 2013, 20 ოქტომბერი, 22:36 ყოველწლიური ფესტივალი «Burning man» ანუ "ცეცხმოკიდებული ადამიანი" 1986 წლიდან იმართება ნევადის შტატში, უდაბნო ბლეკ-როკში.უნიკალური სანახაობის საყურებლად ათიათასობით ადამიანი ჩამოდის მთელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.სტუმრები შეიძლება გახდნენ არამარტო მაყურებლები, არამედ გრანდიოზული ფეერიული შოუს მონაწილეები. «Cargo Cult"(კარგოს კულტი)-აი ეს თემა აირჩიეს მიმდინარე წელს შოუს ორგანიზატორებმა. შოუზე წარმოდგენილი იყო ადამიანის მისწრაფება ფრენისადმი. ეგრეთწოდებული ქალაქი "ბლეკ-როკი" ნევადის უდაბნოში ჩნდება სულ 1 კვირით ყოველ წელს. ფესტივალის მონაწილეები პირდაპირ შუა უდაბნოში აწყობენ კარვების ქალაქს, სადაც თავადვე იქმნიან ცხოვრების პირობებს: თუკი ვინმეს წყალი გაუთავდა, კომუნალური სამსახურები ვერაფერში დაგეხმარებიან. ამ ქალაქის მცხოვრებლები არაჩვეულებრივად მრავალფეროვანია: აქ გვხვდებიან მუსიკოსები და მოცეკვავეები, მშენებლები და ინჟინრები, კონსტრუქტორები და მომღერლები და კიდევ უამრავი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, რომელთაც აერთიანებთ ერთი რამ:თვითგამოხატვის საშუალებას მისცენ ფართო გასაქანი. გთვაზობთ რამოდენიმე სურათს ამ ფესტივალიდან, რათა ზოგადი წარმოდგენა მაინც შეგექმნათ ამ ფეერიულ სანახაობაზე. 72 10-ს მოსწონს |
მე მიწვეულიც რომ ვიყო მაინც არ მივიდოდი, რადგან არცთუ ისე შორს ამ ადგილებიდან, ბირთვული ქობინების გამოსაცდელი პოლიგონია.