არქიტექტურა მსოფლიოს ყველაზე ექსტრავაგანტული სასტუმრო მიწის ქვეშ. 2013, 19 ოქტომბერი, 20:42 არქიტექტორთა ფანტაზია ჩარჩოებს რომ სცდება, ეს ყველას მოგეხსენებათ. დღეს კი ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოს ყველაზე უმსხვილესი და უჩვეულო სასტუმროდ წოდებული "შიმაო", რომელიც მდებარეობს ჩინეთში, კერძოდ კი სუნცზიანის რაიონში. მისი უჩვეულობა კი გამოხატულია იმით, რომ მდებარეობს მიწის ქვეშ, რაც იძლევა კონკურენციის არსებობის ნაკლებ შესაძლებლობებს.
რამოდენიმე წლის წინ ბრიტანულმა ფირმამ "Atkins"-მა შესთავაზა ჩინელ ინვესტორებს, რომ სუნცზიანის რაიონში, ტიანმაშანის მთებში, 100 მეტრით მიწის სიღრმეში აეშენებინათ ექსტრავაგანტული ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო და შეთანხმების შემდეგ, მხოლოდ 2012 წლის მარტიდან გახდა შესაძლებელი მშენებლობის დაწყება. სასტუმრო შედგება 19 სართულისაგან და მოიცავს 380 ნომრიან ოთახს.
ინოვაციური დიზაინის ფუფუნებადი საკურორტო სასტუმროს 2 სართული მთლიანად წყლის ქვეშ იქნება მოთავსებული, სადაც სპეციალურად ხელოვნურად ტბასაც შექმნიან. "შიმაოს" ფასადის პირდაპირ ხედს კი დაამშვენებს ასევე ხელოვნურად შექმნილი ჩანჩქერი, ხოლო ყველა დერეფნისა და ოთახის ფანჯრიდან კი ხედი მიმართულიიქნება მწვანედ აბიბინებული კლდეებისა და ჩანჩქერისკენ. სასტუმრო ასევე აღიჭურვება გასართობი და სპორტული ობიექტებით- კლდეზე მცოცავი და თოკზე ასასვლელი მოწყობილობით, 10 მეტრი სიმაღლის აკვარიუმით, ხოლო სახურავი მთლიანად გადახურული იქნება ბალახითა და სპეციალური თერმული მასალით, რომელიც მოახდენს გეოთერმული ენერგიის გამოყოფას და ამგვარი გათბობით ელექტრო ენერგია დაიზოგება. სასტუმროს დაპროექტებაში 555 მილიონი დოლარი დაიხარჯება და სავარაუდოთ გახსნას 2015 წლისათვის გეგმავენ, სადაც ერთი ღამის გატარება 320$-დან ეღირება. ეხლა კი გთავაზობთ რამოდენიმე ფოტოს, თუ როგორ გამოიყურებოდა ადგილი მანამდე, სადაც ასეთ უმშვენიერეს "შიმაოს" აშენებენ: 1112 23-ს მოსწონს
|