x
image
_თაკო_
კლონირებული ბავშვი

imageკლონი - ეს არის ორგანიზმი ან ორგანიზმების ჯგუფი, რომლებიც მიიღება სხვა ორგანიზმიდან უსქესო გამრავლების გზით. ჩვეულებრივ, კლონის წევრები, მუტაციით გამოწვეული განსხვავებების გამოკლებით, იდენტურნი არიან მემკვიდრეობითი მახასიათებლების ანუ მათი გენების მიხედვით, კლონირების გზით შეიძლება მიღებული იქნას იდენტური ტყუპი ცხოველები. 1997 წელს, 14 თებერვალი, პირველი ცხვარი (და, ზოგადად, პირველი ძუძუმწოვარი), რომელიც კლონირების შედეგად დაიბადა, დაიღუპა 6 წლის ასაკში ფილტვების ინფექციის შედეგად.imageრასაკვირველია, ამ ფაქტის მნიშვნელობა განისაზღვრება არა დოლის დაღუპვით, არამედ მისი დაბადებით: 1997 წელს დოლი დაიბადა კლონირების შედეგად - იყო იმ ცხვრის ზუსტი გენეტიკური ასლი, რომლის დნ მჟავა გამოიყენეს კლონირებისთვის. ძუძუმწოვრების ჩვეულებრივი (სქესობრივი) გამრავლებისას შთამომავლობა არასდროს არ არის თავისი მშობლების ზუსტი ასლი. .დოლი (Dolly) - ცხვარი, რომელიც დაიბადა როზლინის ინსტიტუტში (Roslin Institute, Scotland) დოლის დაბადებას მოჰყვა კატის, ძაღლის, ბოცვრის, ღორისა და ძროხის ბირთვის ტრანსპლანტაციის წარმატებული ექსპერიმენტები.
კლონირების ტექნიკა ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი, რადგან დოლის კლონირების წარმატებულ ექსპერიმენტს წინ უძღოდა ბევრი წარუმატებელი ექსპერიმენტი. 99/9% -ში შესაძლებელია განვითარდეს სიმახინჯეები, რაზეც მეტყველებს “დოლის” გაჩენამდე 300 წარუმატებელი ოპერაცია- მკვდარშობადობა ან თანდაყოლილი სიმახინჯეების განვითარება.

image
2002 წლის ბოლოს გავრცელდა სენსაციური ცნობა პირველი კლონირებული ბავშვის დაბადების შესახებ. image
კომპანია Clonaid-ის წარმომადგენლის ბრიჯიტ ბუასელიესა და იტალიელი ქირურგის სევერინო ანტონიონის სიტყვიერი განცხადების თანახმად, დეკემბერში გაჩნდა პირველი კლონირებული გოგონა, რომელსაც მსოფლიო იცნობს ევას სახელით. რომელიც როგორც ცნობილია სრულიად ჯანმრთელი 3. და 200 დაიბადა. სულ კლონირებული ემბრიონები ჩაენერგა ხუთ სუროგატ დედას. ისინი ირწმუნებიან, რომ ყველა ორსულობა მიმდინარეობდა ნორმალურად, მაგრამ ამასთან ერთად, უარს აცხადებენ ნებისმიერი ინფორმაციის გამომზეურებაზე მშობლების ვინაობისა და ადგილსამყოფელის შესახებ. ცნობილია მხოლოდ, რომ ევას დედა არის 31 წლის ამერიკელი ქალი. კომპანია Clonaid-ის ხელმძღვანელმა ბრიჯიტ ბუასელიემ განაცხადა, რომ 2003 წლის იანვარში დაიბადა კიდევ ერთი კლონირებული გოგონა, რომლის დედა ჰოლანდიელია. გარდა “კლონეიდისა”, კლონირებული ბავშვების გაჩენაზე მუშაობენ იტალიელი ექიმი სევერინო ანტინორი და ამერიკის კენტუკის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი პანოს ზავოსი.
ოფიციალურად, ადამიანის პირველი კლონის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები დღეისათვის არ არსებობს: კომპანია Clonaid-ის წარმომადგენლები უარს აცხადებენ წარმოუდგინონ მსოფლიოს კლონირებული ადამიანის რეალური არსებობის დამადასტურებელი საბუთები.
ევროპის უმეტეს ქვეყნებში ადამიანის კლონირება კანონით აკრძალულია.


1
454
19-ს მოსწონს
ავტორი:_თაკო_
_თაკო_
454
  
2014, 23 ივნისი, 3:20
ესღა აკლდა ამ პლანეტას :(
0 1 1