სხვა როგორ წავიკითხოთ ხელისგული 2013, 5 თებერვალი, 13:51 ხაზებს და ნიშნებს ხელისგულზე ქირომანტები ეძახიან ბედის ნიშნებს. საბედისწერო ნიშნები ხელისგულზე შეიძლება მიუთითებდეს ტრავმებზე, დაავადებზე და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებზე. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ რომელ ხელზე ვიმკითხავებთ, რადგან მარჯვენა და მარცხენა ხელისგულებს შორის დიდი განსხვავებებია. ყველაზე უფრო ტრადიციული მეთოდი იმით გამოიხატება, რომ მკითხაობენ იმ ხელზე, რომლითაც ადამიანი წერა. ანუ ამ შემთხვევაში ცაციებისთვის ეს მოცემულობა ტრიალდება და მათთვის მარცხენა ხელი იქნება შეძენილი ბედი და თვისებები, ხოლო მარჯვენა თანდაყოლილი. მოძებნეთ ძირითადი ხაზები თქვენს ხელისგულებზე და დაიწყეთ ხაზების კითხვა. ძირითადი ხაზები ბევრი არ არის. ძირითადი ხაზებია: სიცოცხლის, გონების, გულის და ბედის ხაზი.
ახლა კი განვიხილოთ ხელისგულზე აღბეჭდილი ძირითადი ხაზების ზოგადი ინტერპრეტაცია. სიცოცხლის ხაზი - უფრო მეტად მიუთითებს იმაზე, თუ როგორ იცხოვრებს ადამიანი და არა იმაზე, თუ რამდენ ხანს იცოცხლებს. წყვეტილები სიცოცხლის ხაზზე მითითებს უცაბედ ძირეულ ცვლილებებსა და დაბრკოლებებს, მეტყველებს ძლიერ დაავადებებზე. თუ წყვეტასთან არის გამყოფი 2 ხაზი ეს ნიშნავს, რომ ადამიანს იცავენ და არჩენენ უბედურებიგან, ასევე მეტყველებს უცაბედ მძიმე დაავადებებზე. თუ ის ხელისგულის შუა ნაწილში წყდება და შემდეგ ბოლოვდება რკალისებურად, მაგრამ მთლიანობაში ღრმა და მკვეთრია, მაშინ ამ ადამიანის ხასიათიც შეუპოვარია. ხოლო რაც უფრო სუსტი და ძნელადშესამჩნევია სიცოცხლის ხაზი, ის ადამიანიც იმდენადვე სუსტი და მშვიდია. თუ ჯაჭვისებურია ეს ხაზი, ან მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებშია ასეთი, მაშინ ეს მიუთითებს ავადმყოფობაზე და პრობლემებზე. გრძელი, უწყვეტი და ღრმა სიცოცხლის ხაზი, მითუმეტეს თუ ის სხვა ხაზზე არ იკვეთება, მაშინ ეს ბედნიერ ცხოვრებასა და ძლიერ შინაგან ბუნებაზე მითითებს. თუ ორივე ხელისგულზე სიცოცხლის ხაზი გაწყვეტილია, ეს ან უკურნებელ სენზე ან ნაადრევ სიკვდილზე მიანიშნებს. გონების ხაზი - ეს ხაზი იწყება სიცოცხლის ხაზიდან და ხელისგულს ზუსტად შუა ნაწილში კვეთს და მიუთითებს, თუ რამდენად არის ინტელექტუალური ადამიანი და რამდენად კარგად გამოიყენებს საკუთარ ინტელექტსა და გონებრივ შესაძლებლობებს. თუ გონების ხაზი სიცოცხლის ხაზთან გადაჯაჭვულია, მაშინ ამ ადამიანის ცხოვრება გააზრებული და მიზანმიმართული იქნება. თუ გონების ხაზი ბოლოში ორად არის გაყოფილი, მაშინ ამ ადამიანს ორი პროფესია ან რამდენიმე შემოსავლის წყარო ექნება. ბედის ხაზი - ეს ხაზი ძირითად ხაზებში შედის და მიგვითითებს ადამიანის დანიშნულებაზე და ასევე მისი ცხოვრების აზრის დადგენაა შესაძლებელი მისი საშუალებით. ყველა ბედის ხაზი არის უნიკალური და ყველა ადამიანს არ აქვს ეს ხაზი ხელზე. ბედის ხაზი იწყება დაახლოებით მაჯის მიდამოებიდან, სიცოცხლის ხაზის პარალელურად და და ვერტიკალურად თითებისკენ მიემართება. ის უწყვეტია, მაგრამ ბედის ხაზი კვეთს ჯერ გონების ხაზს და შუა თითის ფუძესთან მთავრდება, ამ შემთხვევაში ის იღბლიან ცხოვრებაზე მიუთითებს. თუ ხაზი გამწყდარია გონების ხაზის სიახლოვეს, მაშინ ამ ადამიანის ბედი მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ ბედის ხაზი, გულის ხაზთან წყდება, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში სასიყვარულო პარტნიორმა უდიდესი გარდატეხა მოახდინოს. იმ ადამინს ვისაც საერთოდ არ აქვს ბედის ხაზი, მათ ფორტუნის იმედი არ უნდა იქონიონ და იშრომონ მიზანმიმართულად. არსებობს განსხვავებული შეხედულებაც. ქირომანტები მის არარსებობსას რიგ შემთხვევაში ხსნიან იმით, რომ ყველა არ არის დაინტერესებული საკუთარი არსებობის მიზნის დადგენით. ადამიანები, რომელთაც ბავშვობიდან აქვთ გაცნობიერებული თუ რა უნდათ და რატომ, მკაფიოდ ეტყობათ სწორი ბედის ხაზი. თუ ადამიანი ცხოვრების შუაში გააცნობიერა უცებ რა იყო მისთვის მნიშვნელოვანი და აზრიანი ამ შემთხვევაში გაჩნდება ხელისგულზე ხაზი მკაფიოდ, მაგრამ ამ ხაზს არ ექნება დასაწყისი. და ბოლოს, თუ მიიღებთ არასასიამოვნო შედეგებს ნუ აღელდებით, რადგან ჯერ ზუსტად არა არის დასაბუთებული, თუ რამდენად სანდოა აღნიშნული შედეგები და ეს მხოლოდ და მხოლოდ მორიგ თავშესაქცევ სტატიად მიიჩნიეთ;) 8222 10-ს მოსწონს
|