x
image
თამარი555
რელიგიური სასწაულები
უჩვეულო მოვლენები თავის მხრივ ძალიან აუხსნელია თავისი ბუნებით. მაგრამ რიგი რელიგიური სასწაულებისა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ უჩვეულო მოვლენა. ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე რელიგიური სასწაულის მაგალითი.


1. წმინდა ჯუზეპე.


image


ჯუზეპე კუპერტინოდან, იყო იტალიელი ბერი-ფრანცისკანელი, რომელიც ითვლებოდა მისტიკოსად და წმინდანად. ამბობენ რომ მან 1630 წელს შეძლო სასწაულის ჩვენება, წმინდა ფრანცისკა ასიზის ხსოვნის საპატივცემულოდ. ჯუზეპემ ჰაერში, რამოდენიმე ხნით ლევიტაცია მოახდინა ხალხის მასის ზემოთ. თავისი სასწაულებრივი ჰაერში აწევის წყალობით იგი წმინდანად ითვლება.




2. კარგატოს ქანდაკება (კოსტა-რიკა)


image


ამბობენ რომ 1635 წელს გოგონა კარგატომ გზაზე პატარა ქანდაკება ქალი ბავშვით ხელში იპოვა და სახლში მიიტანა.მეორე დღეს ქანდაკება სახლიდან გაქრა და გოგონამ კვლავ იპოვა გზაზე იგი. შემდეგ ჯერზე როდესაც ასეთი რამ კიდევ განმეორდა, მან ეს სტატუა მღვდელს მიუტანა, რომელმაც აუხსნა რომ ეს არის ღვთისმშობლის ქანდაკება თავისი ყრმით, რომლის შემდეგაც ქანდაკება ყუთში ჩადეს. მაგრამ იგი ისევ გზაზე, იმავე ადგილას აღმოჩნდა.

ახლა ღვთისმშობლის ეს ფიგურა ალტარის ტაძარშია. მისი შავი ფერის გამო მას ლა-ნეგრიტას უწოდებენ.




3. ქალაქი ფატიმა, პორტუგალია.


image


1917 წლის ოქტომბერში, კობა დო ირიას ველზე, ქალაქ ფატიმას მახლობლად სასწაული მოხდა. ლეგენდის თანახმად სამი მწყემსი ყვებოდა, რომ მათ ქალწული მარიამი გამოეცხადა და გააფრთხილა მოსალოდნელი სასწაულის შესახებ, რომელიც განსაზღვრულ დროს და ადგილას მოხდებოდა. ათასობით ადამიანი შეიკრიბა რომ ენახათ სასწაული. შუადღეს, მცირეოდენი წვიმის შემდეგ უცებ ცაზე გამოჩნდა მზე მბრუნავი დისკის ფორმით. თვითმხილველების თქმით მზე ზიგზაგის სახით მოძრაობდა დედამიწასთან. ეს სასწაული ოფიციალურად იქნა მიჩნეული 1930 წელს ეკლესიის მიერ.



4. სემინოლის ფინანსური კორპორაცია.


image


ერთ-ერთი არც ისე დიდი ხნის წინ სასწაულებრივი ეპიზოდი მოხდა კლირუტორში (ფლორიდა) 1966 წლის ბოლოს. მოულოდნელად, რაიმე გაფრთხილების გარეშე, შენობის ერთ-ერთ მხარეს წმინდა მარიამის გამოსახულება გამოჩნდა. პრიზმული გამოსახულების ზომა დაახლოებით ორი სართულის სიმაღლის იყო და არ გამქრალა იმის შემდეგაც, რაც ვიღაც ვანდალებმა მას წყალი დაასხეს. რომ ეხილათ ეს სასწაული ადგილზე 500000 ადამიანი შეიკრიბა.

0
574
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
574
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0