x
image
თამარი555
,,შედი ტაძარში"

image


..როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ბებია მას ეუბნებოდა: “ შვილო, როდესაც დიდი გაიზრდები და სულში სიმძიმეს იგრძნობ, შედი ტაძარში, შენ იქ თავს ყოველთვის მსუბუქად იგრძნობ."

ადამიანი გაიზარდა. მისი ცხოვრება აუტანელი გახდა. მან გაიხსენა ბებიას რჩევა და ტაძარში შევიდა.

მასთან ერთი გამვლელი მივიდა და უთხრა:“ ხელები სწორად არ გიჭირავს!"


მეორემ უთხრა:“არ დგახარ სწორად!"

მესამე კი ბუზღუნებს:“არ გაცვია კარგად!"

ზურგს უკან ვიღაც კარნახობს:“პირჯვარს არ იწერ სწორად!"

უცბად ვიღაც გულისხმიერი მოვიდა და მას ურჩევს:

–გამოდით ტაძრიდან და იყიდეთ თქვენთვის წიგნი, სადაც აქ მოქცევის წესები წერია და შემდეგ შემოდით ტაძარში!

გამოვიდა ადამიანი ტაძრიდან, ჩამოჯდა სკამზე და მწარედ ატირდა. მას უცებ ხმა ჩაესმა:

–შვილო ჩემო რატომ ტირით?

ადამიანმა მაღლა აწია თავისი ნამტირალევი სახე და იესო ქრისტე დაინახა და ეუბნება:

–ღმერთო! მე ტაძარში არ მიშვებენ!

მას იესო მოეხვია და უპასუხა:–ნუ ტირი, ისინი მეც დიდი ხანია აქ არ მიშვებენ...

3
175
10-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
175
  
2013, 14 ნოემბერი, 13:22
ხშირია შემთხვევა, როცა ე.წ. მრევლი ეკლესიას საკუთრებად მიიჩნევს და ლოცვას არ გაცდის, მაგრამ არ უნდა გამოხვიდე, ეკლესია უფლისაა და იქ არავის აქვს მითითებების მიცემის უფლება.
2013, 14 ნოემბერი, 10:10
სრული სიმართლეა სამწუხაროდ. :((
0 1 3