სუპერმოდელმა ქენდის სვეინპოლმა "Victoria"s Secret"-ისგან წარმოადგინა ბიუსტჰალტერი, რომლის ღირებულებაც 10 მილიონი დოლარია, ლიფი მორთულია 4200 ძვირფასი ქვით.საცვლების საყოვლთაოდ განთქმულმა ბრენდმა ახალ ნაწარმს "Fantasy bra" უწოდა.ბიუსტჰალტერი წარმოდგენილი იყო ყოველწლიურ ნიუ-იორკის გალა-შოუზე, 4200 ძვირფას ქვაში ბრილიანტები, ფირუზები და ყვითელი საფირონები დომინირებენ.პოდიუმზე Fantasy bra -ს წარმოდგენა Victoria's Secret-ის "ანგელოზებისთვის" კარიერის გვირგვინია, სხვადახვა წლებში ეს პატივი ერგოთ კლაუდია შიფერს, ტაირა ბენქსს, მირანდა ქერის, ჰაიდი კლუმს, ადრიანა ლიმას და სხვებს.
წელს ეს პატივი სამხრეთ აფრიკაში დაბადებულ მოდელ ქენდის სვეინპოლს ერგო."მე არასდროს ჩამიცვია ამაზე ძვირფასი არაფერი-აცხადებს ქენდისი-ყველას მოგვიწია ხელთათმანების ჩაცმა, როდესაც ამ ბიუსტჰალტერს ვისინჯავდი, კიდევ მას ორი მცველი იცავდა, ყველანი მას ძალიან ფრთხილად ვექცეოდით". 