ტენდენციები სუპერმოდელმა წარმოადგინა ბიუსტჰალტერი,რომელიც 10 მილიონი$ ღირს 2013, 18 ოქტომბერი, 11:04 სუპერმოდელმა ქენდის სვეინპოლმა "Victoria"s Secret"-ისგან წარმოადგინა ბიუსტჰალტერი, რომლის ღირებულებაც 10 მილიონი დოლარია, ლიფი მორთულია 4200 ძვირფასი ქვით.საცვლების საყოვლთაოდ განთქმულმა ბრენდმა ახალ ნაწარმს "Fantasy bra" უწოდა.ბიუსტჰალტერი წარმოდგენილი იყო ყოველწლიურ ნიუ-იორკის გალა-შოუზე, 4200 ძვირფას ქვაში ბრილიანტები, ფირუზები და ყვითელი საფირონები დომინირებენ.პოდიუმზე Fantasy bra -ს წარმოდგენა Victoria's Secret-ის "ანგელოზებისთვის" კარიერის გვირგვინია, სხვადახვა წლებში ეს პატივი ერგოთ კლაუდია შიფერს, ტაირა ბენქსს, მირანდა ქერის, ჰაიდი კლუმს, ადრიანა ლიმას და სხვებს. 25 2-ს მოსწონს
|