x
image
K.P.
რატომ ყიდის შორენა ბეგაშვილი საყვარელ ნივთებს?
image
შორენა ბეგაშვილმა გადაწყვიტა საკუთარი და ქალიშვილის, ევას საყვარელი ნივთების ნაწილი გაყიდოს. ალბათ ყველას დაგებადებათ კითხვა, რა გაუჭირდა მსახიობს ამის ფასი? გაჭირვება არაფერ შუაშია, შორენამ ქველმოქმედებას მიჰყო ხელი. "მინდა მცირე დახმარება გავუწიო თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს, რომელიც თემქაზე მდებარეობს. აქ წარმოდგენილია ჩემი და ჩემი შვილის საყვარელი ნივთების ნაწილი, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება აღნიშნულ მიუსაფართა სახლში. გთხოვთ დამიჭიროთ მხარი, შეიძინეთ ნივთები და ამით ერთად დავეხმაროთ მათ. ეს აქცია ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება. ანგარიშსწორება მოხდება მხოლოდ ხელზე, კურიერთან, ხოლო მსხვილი თანხის შემთხვევაში გადმოგიგზავნით საბანკო რეკვიოზიტებს. მადლობა წინასწარ. გთხოვთ გააზიარეთ ეს ამბავი"-წერს მსახიობი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ნივთების ფასი 10000 დოლარიდან იწყება და 50 ლარამდე მერყეობს. ყველაზე ძვირადღირებული ნივთი ჩანთა გახლავთ, რომელსაც ბრილიანტის სამეული მოსდევს, შორენა საკუთარ მობილურსაც ყიდის, მგონი უკვე მანაც იყიდა დღეს ასე მოდური თეთრი "iphone". გასაყიდი ნივთების კოლექციაში შორენას ქალიშვილის, ევას ნივთებიც შედის, რომელთა ფასი არც ისე მაღალია.

შეგახსენებთ, რომ მსახიობს უიღბლო ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი, ევა ჰყავს. გოგონა დედის მესაიდუმლე და ყველაზე პატარა ერთგული მეგობარია. მსახიობი ქალიშვილს შეძლებისდაგვარად ანებივრებს.

ახლა კი გთავაზობთ გასაყიდი ნივთების ნაწილს.imageimage


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




















0
276
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0