x
image
natia.a
რა შემთხვევაში არ დაჯარიმდება ნასვამი მძღოლი

imageშინაგან საქმეთა სამინისტროში მომზადებულია კანონპროექტი, რომელშიც ტერმინი მართვის უფლების ჩამორთმევა" შეცვლილია "მართვის უფლების შეჩერებით".


ამასთან, მძღოლს მართვის მოწმობის ხელახლა მოსაპოვებლად ტესტირების თავიდან ჩაბარება აღარ მოუწევს და სანქციის ვადის გასვლისთანავე მართვის უფლებას ავტომატურად მიიღებს. გარდა ამისა, მართვის უფლების შეჩერებისთვის გათვალისწინებული ვადები განახევრდება.

მართვის უფლების შეჩერების სანქციას, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვის შემთხვევაში, ჯარიმის ნაცვლად გამოიყენებენ. ამჟამად თუკი მძღოლი ავტომანქანას ნასვამი მართავს, ის 200 ლარით ჯარიმდება. ცვლილების მიღების შემთხვევაში კი ნასვამ მძღოლს მართვის უფლებას 6 თვით შეუჩერებენ.

ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი შემთხვევისას სანქციები მკაცრდება: ნასვამი მძღოლი 700 ლარით დაჯარიმდება და მას მართვის უფლების ჩამორთმევის ვადა ერთი წლით გაუგრძელდება. მესამე შემთხვევის გამოვლენისას ჯარიმა 1000 ლარი, ხოლო მართვის უფლების შეჩერების ვადა 2 წელი იქნება.

ნასვამ მძღოლს სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში არ შეეხება, თუ მას გადაჰყავს პირი, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება.





5
1855
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1855
  
2013, 18 ოქტომბერი, 20:14
ზნაჩიტ გვერძე მჯდომს თავს მოვავამტყოფებინებ და ვიტყვი სავადმყოფოში მიმყავსთქო თუ რამეაა? )))
2013, 18 ოქტომბერი, 9:48
როდიდან შევა ეს კანონი ძალაში?
2013, 18 ოქტომბერი, 7:26
ერთხელ ვიჯექი ნასვამი საჭესთან, ნასვამი კიარა იმენა ორ სიყვას ვერ ვაბავდი ისეთი მთვრალი და კინაღამ ადამიანი შევიწირე, იმის მერე ნასვამი არ გავკარებივარ საჭეს. დაჭე ერთი ყლუპიც არ მაქ დანალევი რა ))
2013, 18 ოქტომბერი, 0:39
თბილისიდან ქუთაისში ისეთი მთვრალი ჩავედი რო გზა ეხლაც არ მახსოვს :D დაჟე გზაში 3 ბოთლი პივა დამილევია :D ფეხებში მეგდა ბოთლი და ისე მივდიოდი :D სხვებზე რო აღარაფერი ვთქვა :D
2013, 17 ოქტომბერი, 14:02
შარში გაეხვევა კაცი თუ ნასვამი დაჯდა საჭესთან.არადა ზოგჯერ მინდა თუ არ მინდა მაინც დავმჯდარვარ გსაჭესთან.ახლა კი დამერხა მემგონი.:))
0 1 5