ჯანმრთელი კვება ათი პროდუქტი, რომლებიც სასურველია გამოვრიცხოთ ჩვენი რაციონიდან 2013, 15 ოქტომბერი, 21:43 ![]() წარმოგიდგენთ პროდუქტების სიას, რომლებიც სასურველია გამოვრიცხოთ ჩვენი რაციონიდან. უკიდურეს შემთხვევაში, თუ გვინდა ჯანმრთელი და ტანადი ვიყოთ, მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ მათი მიღება: 1.შაქარი. ![]() პირველი, რაც უნდა გააკეთონ ადამიანებმა, რომელთაც გახდომა უნდათ, შაქრიან ჩაიზე და ყავაზე უნდა თქვან უარი. არაა სასურველი კონცენტრატებისაგან დამზადებული ხილის წვენების მიღებაც, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ შაქარს. 2. კარტოფილი. ![]() ის სასარგებლოა ორგანიზმისათვის მხოლოდ მოხარშული ან ღუმელში შემწვარი. 3.ცომეული. ![]() პროდუქტებზე, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ფქვილითაა დამზადებული, საბოლოოდ უნდა ვთქვათ უარი, ესენია: ყველანაირი ნამცხვარი, ტორტები, შაქარლამები, ფუნთუშები, თეთრი პური. 4.თეთრი ბრინჯი. ![]() ეს პროდუქტი შეიცავს ბევრ სახამებელს, ამიტომ მისი გამოყენება მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, ეცადეთ თეთრი ბრინჯის მაგივრად გამოიყენოთ მუქი ფერის ბრინჯი, იცის კვირაში ერთი-ორჯერ. 5.სწრაფი მომზადების ფაფები, მიუსლი. ![]() სწრაფი მომზადების საუზმე შეიცავს "ცარიელ" ნახშირწყლებს, რომლებიც მხოლოდ მცირე ხნით კლავენ შიმშილის გრძნობას. 6.ხორცისა და ქათმის ბულიონები. ![]() ისინი შეიცავენ ბევრ ქოლესტერინს. 7.ცხიმიანი ხორცი, სოსისი, ძეხვეული. ![]() ისინი არამარტო ხელს გვიშლიან გახდომაში, არამედ ანგრევენ ორგანიზმს. 8. შპროტი, შებოლილი თევზი, კონსერვები. ![]() ეს პროდუქტები გადავსებულია ცხიმებით, რაც ხელს უშლის გახდომას. 9.კარაქი. ![]() პროდუქტი, რომელიც უამრავი რაოდენობით ცხიმს და კალორიებს შეიცავს. თუმცა მასზე მთლიანად უარის თქმა არ ღირს, რადგან კარაქში ბევრი სასარგებლო ვიტამინია. საკმარისია კვირაში 10-20 გრამი ამ პროდუქტის მიღება. 10.მზესუმზირა, ჩიპსები, მოხალული არაქისი, ნებისმიერი "სწრაფი კვება". ![]() 650 15-ს მოსწონს |
ძალიან კარგი და საჭირო სტატიაა. მხოლოდ ქათმის ბულიონის ამ ნუსხაში ნახვამ გამაკვირვა.