რელიგია რელიგიური სასწაულები 2013, 15 ოქტომბერი, 19:52 უჩვეულო მოვლენები აუხსნელია თავისი ბუნებით, მაგრამ რამოდენიმე სასწაული უფრო მეტად უჩვეულოა, ვიდრე სხვა მოვლენები.
1. ბერნადეტა სუბირუ. რომის კათოლიკური ეკლესიის თანახმად, ზოგიერთი მიცვალებულის სხეული შესაძლოა უხრწნელი დარჩეს. მაგალითისთვის ასეთ შემთხვევას წარმოადგენს წმინდა ბერნადეტა სუბირუ, რომელიც 130 წლის წინ გარდაიცვალა. გარდაცვალების დღიდან მისი ნეშთი არ შეცვლილა. 2. წმინდა მარტინ დე პორესი. მარტინ დე პორესი, დომინიკელთა ორდენის ბერი გახლდათ პერუში. ამბობენ, რომ მას ავადმყოფების განკურნება შეეძლო, აგრეთვე შეეძლო ყოფილიყო ერთდროულად ორ ადგილას. იგი ნახეს მექსიკასა და იაპონიაში, მაშინ როდესაც საკუთარ სახლში იმყოფებოდა. დე პორესი აწარმოებდა მტკიცებულებებს თავისი მოგზაურობების, დეტალურად აღწერდა იმ ადგილებს სადაც ის იმყოფებოდა. 3. კლელიი ბარბელის ხმა. კლელიი ბარბელი–ყველაზე ახალგაზრდა, კათოლიკური სამონაზვნო კონგრეგაციის დამფუძნებლად ითვლება კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. იგი 23 წლის ასაკში ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. კლელიი ყოველთვის ეუბნებოდა თავის მრევლს რომ მათ არასოდეს მიატოვებდა. პირველად მისი ხმა, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე გაისმა, იგი ეკლესიის მგალობელთა გუნდის ხმას ემთხვეოდა. 4. აკიტა, იაპონიის ქანდაკება. მონაზონ აგნესე კაცუკო სასაგავეს 1973 წელს ქალწული მარიამი გამოეცხადა, რომლის შემდეგაც მან თავის ხელისგულზე სისხლიანი ჭრილობა აღმოაჩინა. ივნისში, იმავე წელს წმინდა მარიამის ხის ქანდაკებას ეკლესიაში სადაც აგნესე ცხოვრობდა, სისხლი აღმოაჩნდა იგივე ადგილზე, სადაც აგნესეს. რამდენიმე წლის განმავლობაში კი ქანდაკებიდან ცრემლის დენაც დაიწყო. მკვლევარებმა სუბსტანციის ნიმუშების აღების შემდეგ დაამტკიცეს რომ ის ნამდვილი და ადამიანური იყო. თვითონ აგნესე კი განიკურნა თავისი სიყრუისაგან ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. 1416 3-ს მოსწონს
|