მხატვრობა ცინიკური მხატვრობა თანამედროვე რეალობაზე 2013, 15 ოქტომბერი, 23:48 ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 25 წლის ესპანელი მხატვრისა და არტ-მენეჯერის, ედუარდო სალესის საინტერესო ნახატებს. მათ აერთიანებს ავტორისეული ცინიზმი თანამედროვეობის მიმართ. მიუხედავად თავისი ასაკისა, ედუარდო მაიამის რეკლამის სკოლაში (Miami Ad School) ლექციებს კითხულობს. მისი თქმით, სწორედ სტუდენტებთან ურთიერთობა, მათ ჩვეულებებზე, ქმედებებსა და სურვილებზე დაკვირვება აძლევს მას თავისი ცინიკური ჩანახატებისთვის უშრეტ მასალას.
მის პორტფოლიოში უკვე არაერთი პროფესიული ჯილდოა, მათ შორის კანის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე Nike-ის რეკლამისთვის მიღებული გრანპრი. წარმოგიდგენთ ედუარდო სალესის რამდენიმე ნამუშევარს. 1. კონკია. 2. მეგობრები 3. "სიყვარულია ყველაფერი, რაც გჭირდება; სექსია ყველაფერი რაც გსურს; პორნოა ყველაფერი, რა გაქვს." 4. განათლება 5. სოკოების რევოლუცია 6. "ყველანი რომ ის გამოვსულიყავით, რაც ბავშვობაში გვინდოდა, მთვარე სავსე იქნებოდა უმუშევრებით." 7. როგორ მოქმედებს მუსიკა შენს ტვინზე. 8. ნიშნები, რომლებიც გიფუჭებენ დღეს. 9. "ცხოვრება ის არის, რაც შენს თავს ხდება მაშინ, როცა შენ სმარტფონს უყურებ". 10. სიტყვის თავისუფლება სხვადასხვა ქვეყანაში. 11. ხუთეული. 12. დამალაიქეთ, გთხოვთ. 13. საკრედიტო ბარათი. 14. ევოლუცია. 15. მუცლად მყოფი ბავშვი მე-20 და 21-ე საუკუნეებში. 16. "სიმდიდრეზე უარის თქმაში არის ბედნიერების საიდუმლო". თქვენზე 100 დოლარია. 17. ეს კი უკომენტაროდ. 380 11-ს მოსწონს
|