ნიკოლ კიდმანი-ულამაზესი ქალბატონი, რომელსაც ასაკმა ვერაფერი ვერ დააკლო.
2013, 15 ოქტომბერი, 15:50
ნიკოლ მერი კიდმანი–ავსტრალიელი და ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და პროდიუსერი. ოსკარის ლაურეატი, პირველი მსახიობი ქალი ავსტრალიიდან რომელმაც ეს ჯილდო მიიღო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. ნიკოლ კიდმანი ასევე სამჯერ ფლობდა "ოქროს გლობუსის" პრემიას (1996, 2002 და 2003 წლებში). ცნობილი მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი და უბრალოდ უმშვენიერესი ნიკოლი წელს 46 წლის გახდა. ბოლო ოცი წლის სურათების დათვალიერებით დარწმუნდებით, რომ ამ მართლაც რომ ულამაზესი ქალბატონის სილამაზეზე ოდნავი გავლენაც კი ვერ მოუხდენია ასაკს. პირადად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ქალბატონი ისეთივე ლამაზი და მომხიბვლელია, როგორიც წლების წინ იყო. გთავაზობთ ნიკოლ კიდმანის სურათებს წლების მიხედვით.