x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ტატიანა კოტოვა, უნიჭიერესი ქალი, რომელმაც საკუთარი გარეგნობით და მონდომებით ყველაფერს მიაღწია რაზეც კი უოცნებია

image
ბევრ თქვენგანს და მათ შორის მეც, ხშირად გვსმენია ფრაზა: "მიეცი ნიჭსა გზა ფართო". სრული ჭეშმარიტებაა, თუ ადამიანი ნიჭიერია და თავის ნიჭს მონდომებასაც ასე ვთქვათ მიაშველებს, ის აუცილებლად ავა "წარმატების მთის წვერზე".
ცხოვრება ბრძოლააო-ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა და ეს ასეცაა, სილამაზე ბევრს გზას უხსნის ცხოვრებაში, ვისთვის კი ბარიერად იქცევა, რადგან ლამაზი ქალი ანდამატივითაა და ყველას და ყველაფერს იზიდავს, რასაც კი ანდამატი იზიდავს, მაგრამ ეს სულაც არაა კარგი. სილამაზის მსხვერპლ ქალებზე ბევრი წაგვიკითხია, გვიყურებია და მოგვისმენია.
ლამაზ ქალს ხშირად მისი სილამაზე პირიქით, ხელს უშლის სწავლა-განათლების მიღებაში და იძულებული ხდება თავისი სილამაზით ვაჭრობა დაიწყოს, ზოგი ფასიან ეროტიულ საიტებზე ათავსებს სურათებს და ფულს გამოიმუშავებს, ზოგი მდიდარი "ბიძების" და "ბაბუების" მეგობარი ქალები ხდებიან, თუ გაუმართლათ მათი მეორე ნახევრებიც.

დონის როსტოვის ოლქში, დასახლება შოლოხოვსკში დაბადებულმა ტატიანამ სკოლაც იქვე დაამთავრა, მისი სილამაზის წყალობით მალევე მიიწვიეს სილამაზის კონკურსებში, სადაც პირველივე კონკურში წარმატება მოიპოვა, გოგონას მუსიკალური სმენა და კარგი ხმა აღმოაჩნდა რაც მუსიკალურ პროდიუსერებს არ გამორჩენიათ და დონის როსტოვის უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტმა მალე სამოდელო კარიერას და სიმღერასაც მიჰყო ხელი, მაგრამ სწავლა არ მიუტოვებია, დაუსწრებელზე გადავიდა და სწორედ მაშინ დაიწყო მისი აღმასვლა, როგორც მოდელის და მომღერლის.
ტატიანა ცნობილ უკრაინულ ჯგუფში "ვიაგრაში" მიიწვიეს სოლისტად, სადაც რამდენიმე წარმატებული წელი გაატარა. 2006 წელს გახდა "მის რუსეთი".

ამჟამად 38-წლის რუსი მომღერალი, მსახიობი და ტელეწამყვანი დოტომოდელობითაცაა დაკავებული. მას "ინსტაგრამზე" 1 მილიონი ხელმომწერი ყავს.
მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ კარგად იცხოვროს, ძალიან მაღალი შემოსავლები სხვადასხვა სფეროდან, ფოტომოდელობაში გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს იცხოვროს კომფორტულად და ბედნიერად.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage























0
330
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
330