x
image
K.P.
როგორ და რამდენ ხანს შევინახოთ მარცვლეული?
imageბურღულეული სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მისი არსებობა ჩვენს რაციონში კი აუცილებელია. როგორ და რამდენ ხანს შეიძლება შევინახოთ სხვადასხვა მარცვლეული?



image
ბრინჯის წელიწადნახევარზე მეტხანს შენახვა არ ღირს. იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქტი საწყობებსა და მაღაზიებში ინახება ეს ვადაც ბევრია. ბრინჯი შეიძლება შევინახოთ სპეციალურ ქაღალდის ტომარაში ან ქილაში. სასურველია შესანახი მოწყობილობა გამოტენილი იყოს პროდუქტით. პროდუქტი შეინახეთ მშრალ ადგილას. ბრინჯს ჭია რომ არ გაუჩნდეს, მასთან ერთად ქილაში ან ტომსიკაში მოათავსეთ რამდენიმე კბილი ნიორი.



imageრაც შეეხება ფეტვს მისი შენახვა მხოლოდ 4 თვის მანძილზეა რეკომენდირებული. გემრიელი ფაფის მოსამზადებლად კი ახალი მარცვლეულია საჭირო, რადგან 4 თვის შემდეგ მარცვლეული სასურველ გემოს კარგავს. თუ პროდუქტი უფრო დიდი ხნისაა დაასხით მას სოდიანი მდუღარე წყალი (1 ლიტრ წყალზე, 1 ჩაის კოვზი სოდა) გარეცხეთ და გააშვრეთ.


image


წიწიბურა არ უნდა შევინახოთ 20 თვეზე მეტხანს. თუ პროდუქტი უფრო მეტი ხნისაა, მაშინ ის ცხელ ტაფაზე დაყარეთ, ოდნავ მოხალეთ და შემდეგ მოხარშეთ.



imageმანის მარცვლები ინახება 14 თვის მანძილზე. თუ მისი გემოს გაუმჯობესება გსურთ წიწიბურის მსგავსად ისიც მოხალეთ.


image

შვრიის ფანტელები (იგივე "Геркулес") ძალიან პოპულარული ბურღულეულია და მაღაზიის თაროებიდანაც სწრაფად ქრება. მისი მოხმარების ვადა 4-5 თვეა.




imageყველა ეს მარცვლეული შესაძლოა შევინახოთ აივანზეც და სამზარეულოში, გრილ ადგილას, თაროზეც და კარადაშიც, გამჭვირვალე თუ დაბურულ ჭურჭელში. აუცილებელია მარცვლეული იყოს თავდახურულ ჭურჭელში, წინააღმდეგ შემთხვევაში მარცვლეულს ჭიები და ხოჭოები გაუჩნდება.

0
612
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
612
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0