ჯანმრთელი კვება როგორ და რამდენ ხანს შევინახოთ მარცვლეული? 2013, 13 ოქტომბერი, 23:18 ბურღულეული სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მისი არსებობა ჩვენს რაციონში კი აუცილებელია. როგორ და რამდენ ხანს შეიძლება შევინახოთ სხვადასხვა მარცვლეული?
ბრინჯის წელიწადნახევარზე მეტხანს შენახვა არ ღირს. იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქტი საწყობებსა და მაღაზიებში ინახება ეს ვადაც ბევრია. ბრინჯი შეიძლება შევინახოთ სპეციალურ ქაღალდის ტომარაში ან ქილაში. სასურველია შესანახი მოწყობილობა გამოტენილი იყოს პროდუქტით. პროდუქტი შეინახეთ მშრალ ადგილას. ბრინჯს ჭია რომ არ გაუჩნდეს, მასთან ერთად ქილაში ან ტომსიკაში მოათავსეთ რამდენიმე კბილი ნიორი. რაც შეეხება ფეტვს მისი შენახვა მხოლოდ 4 თვის მანძილზეა რეკომენდირებული. გემრიელი ფაფის მოსამზადებლად კი ახალი მარცვლეულია საჭირო, რადგან 4 თვის შემდეგ მარცვლეული სასურველ გემოს კარგავს. თუ პროდუქტი უფრო დიდი ხნისაა დაასხით მას სოდიანი მდუღარე წყალი (1 ლიტრ წყალზე, 1 ჩაის კოვზი სოდა) გარეცხეთ და გააშვრეთ. წიწიბურა არ უნდა შევინახოთ 20 თვეზე მეტხანს. თუ პროდუქტი უფრო მეტი ხნისაა, მაშინ ის ცხელ ტაფაზე დაყარეთ, ოდნავ მოხალეთ და შემდეგ მოხარშეთ. მანის მარცვლები ინახება 14 თვის მანძილზე. თუ მისი გემოს გაუმჯობესება გსურთ წიწიბურის მსგავსად ისიც მოხალეთ. შვრიის ფანტელები (იგივე "Геркулес") ძალიან პოპულარული ბურღულეულია და მაღაზიის თაროებიდანაც სწრაფად ქრება. მისი მოხმარების ვადა 4-5 თვეა. ყველა ეს მარცვლეული შესაძლოა შევინახოთ აივანზეც და სამზარეულოში, გრილ ადგილას, თაროზეც და კარადაშიც, გამჭვირვალე თუ დაბურულ ჭურჭელში. აუცილებელია მარცვლეული იყოს თავდახურულ ჭურჭელში, წინააღმდეგ შემთხვევაში მარცვლეულს ჭიები და ხოჭოები გაუჩნდება. 611 2-ს მოსწონს
|