არქიტექტურა ყველაზე უჩვეულო სასტუმრო. 2013, 12 ოქტომბერი, 10:50 ერთ-ერთი ქალაქი, რომელსაც არასდროს არ სძინავს არის ნიუ-იორკი. სწორედ ამის გამო სახელდება წარმოუდგენელი და ყველაზე მძაფრი შეგრძნებების მქონე პროექტებითა და შენობებით ეს ქალაქი, ვინაიდან ღამისა თუ დღის ცხოვრება აქტიურად მოითხოვს დამსვენებლების კომფორტს. ამ ფაქტს კი მოწმობს სასტუმრო "Dream Downtown"-ი.
სასტუმრო დააპროექტა დიზაინერ-არქიტექტურულმა ფირმამ- "Handel", რომლის მშენებლობაც დასრულდა 2011 წელს. 12 სართულიანი, 184, 700 კვადრატული ფუტის ფართობის, 316 სასტუმრო ნომრით, ორი ძალიან განსხვავებული რესტორნით, ბარით, საკონფერენციო ზალით, ჰოლით, საცურაო კომპლექსითა თუ სპორტდარბაზით აღჭურვილი შენობა ქმნის აქ დასვენებისას სრულ ჰარმონიას თავისი სტუმრებისთვის. მისი უჩვეულობა კი გამოხატულია ფანჯრების სიმრგვალით და არამარტო გარეგანი, არამედ შიგნითა დიზაინითაც. იხილეთ ფოტოები: 214 17-ს მოსწონს
|