x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
გრძნობების იმპერიაში...
imageათასი სიბრძნე არსებობს სიყვარულზე, იმასაც ამბობენ რომ სიყვარული აგვამაღლებს, რომ სიყვარული მართავს მსოფლიოს, მაგრამ პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ხალხი საკუთარ გრძნობებზე სხვადასხვაგვარად ლაპარაკობს, საკმაოდ საინტერესო ნიუანსებით...


კონსერვატორი ბრიტანელები- ინგლისელები ნამდვილად არ გამოირჩევიან განსაკუთრებული ფანტაზიით. წყვილების გაცნობისა და ურთიერთობის მეთოდებიც საკმაოდ ტრადიციულია. კლასიკა უპირველეს ყოვლისა-მიაჩნიათ მათ.


image
ბერძნები - ერთდროულად ძალიან სენტიმენტალურებიც არიან და ვნებიანებიც. მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ ერად არიან მიჩნეულნი და მათი მამაკაცები ფლირტზე გიჟდებიან.


თურქები - ოსმალეთის იმპერიაში მოდაში ჰარამხანები იყო. თანამედროვე თურქი კაცებიც განსაკუთრებული "მადით" გამოირჩევიან, როცა საქმე სიყვარულს ეხება. თურქი კაცები გამორჩეულად ეჭვიანებიც არიან.



გერმანელები - არასოდეს შეიყვარებს თავდავიწყებით. მისთვის უმთავრესი პარტნიორის პიროვნული ღირსებებია. თუმცა გვეთანხმებიან იმაში, რომ სექსი თავის ტკივილს შველის.


შვედები - ტემპერამენტით არ გამოირცევიან, მაგრამ არც თუ ისე ცივები არიან, როგორებიც გარეგნულად ჩანან. თითოეულ შვედ ქალს ცხოვრების განმავლობაში 11 პარტნიორი მაინც ჰყავს.


ბრაზილიელები - სიყვარულისადმი ლტოლვა თავიანთ ცხელ სისხლში აქვთ. ისინი სექსუალურობით მსოფლიოს რეკორდსმენები არიან. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, იქაურ მამაკაცებს ყოველთვის ეშინიათ ქალის მხრიდან უარის.


ამერიკელები - უნდათ ყურადღება და სითბო. ამერიკელი ქალბატონების უმრავლესობა კი უჩივის იმას, რომ მამაკცების ალერსი არ ჰყოფნით. მათ სჭირდებათ და მოწონთ ხანგრძლივი სასიყვარულო პრელუდია.



PS: რაღა თქმა უნდა ყველაფერი ინდივიდუალურია და ამ ერთა სრული შემადგენლობა ზემოაღნიშნულს არ ექვემდებარება. საინტერესო იქნებოდა ქართველ ერზე ამ ამპლუაში რას დაწერდნენ.

6
83
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
83
  
2013, 30 ოქტომბერი, 1:05
ინ-იანის თქმის არ იყოს, ქართველ კაცზე ღვინო, დუდუკი, ქალები დაიწერებოდა მართლაც და... :)
2013, 14 ოქტომბერი, 23:05
ქართველი კაცები რატო არაა სიაში? თუ ზანგები ვართ?
2013, 13 ოქტომბერი, 19:05
:)
2013, 9 ოქტომბერი, 21:18
ქართველ კაცზე დაიწერებოდა სამი სიტყვა-ღვინო,დუდუკი ქალები:))))))))))))
2013, 9 ოქტომბერი, 19:25
რაც ზემოთ დავწერე, იმ ყველაფერს ხსენებული ერი სიყვარულს ეძახის, მეც სწორედ მანდ ვარ ნათი რომ სიყვარული სხვა რამეა :( თორემ სექსუალურობა და ლტოლვა, მაინცდამაინც სიყვარულის გამოხატულება ვერაა :)
2013, 9 ოქტომბერი, 19:20
როგორც მივხვდი აქ სექსუალურობაზეა საუბარი და არა სიყვარულზე, ეს ორი სხვადასხვა რამაა. რა თქმა უნდა სიყვარული შეიცავს ვნებასაც, მაგრამ სცდება მას და ერთგულებაში გადადის. რაც შეეხება ქართველებს, ვფიქრობ, ცოტა რომანტიული ფანტაზიის ნაკლებობას უჩივიან,განსაკუთრებით მამაკაცები:) ისე კი საკმაოდ ტემპერამენტიანი ერი ვართ:)
0 1 6