კულტურა საიდუმლო გამოვლინდა: რისი პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა მერლინ მონრომ? 2013, 9 ოქტომბერი, 19:39 ჰქონდა თუ არა მერლინ მონროს პლასტიკური ოპერაციები გაკეთებული? ეს იყო საიდუმლო, რომლის გარშემოც უამრავი ჭორი და სპეკულაცია ვრცელდებოდა. საიდუმლოს ფარდა თვით მსახიობის პლასტიკური ქირურგის, მაიკლ გუდვინის ჩანაწერებმა და რენტგენის სურათებმა ახადა. მასალები "Julien"-ის აუქციონზე დაახლოებით ერთ თვეში, 9-10 ნოემბერს იქნება გატანილი.
გამყიდველის მტკიცებით, რომლის ვინაობაც ჯერ-ჯერობით ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, მასალები მერლინის ქირურგისგან საჩუქრად მიიღო და მათი ფასი 15-30 ათასი დოლარი იქნება. "Julien"-ის აუქციონის დირექტორი მარტინ ნოლანი გვიამბობს: "წლების მანძილზე არავინ იცოდა სიმართლე, თუმცა მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა. საზოგადოება ვერ იჯერებდა სიმართლეს, ყველა თვლიდა, რომ მსახიობის სილამაზე ბუნებრივი იყო. ამ მასალებს კი შეუძლია ყველაფერს ფარდა ახადოს".
1950 წელს მსახიობმა მაიკლ გუდვინს მიმართა და ნიკაპის ფორმა შეიცვალა.
სამედიცინო ჩანაწერებით ასევე მტკიცდება, რომ მონროს ცხირის პლასტიკაც ჩაუტარდა, 1957 წელს კი უნაყოფო ორსულობა გადაიტანა. დოკუმენტებით დგინდება, რომ მსახიობმა ნეიტროპენია გადაიტანა. ამ დაავადების დროს სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა მცირდება და ორგანიზმში ინფექციების რაოდენობა იზრდება. დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის თანახმად მერლინი 168 სანტიმეტრი იყო და 52 კილოგრამს იწონიდა. ზოგიერთ დოკუმენტში მსახიობი მოხსენებულია, როგორც მერლინ მილერი. (იმ დროს, ის დაქორწინებული იყო მსახიობ არტურ მილერზე.) 321 5-ს მოსწონს 1-ს არა
|