ფოტოგრაფია გეომეტრიული ფიგურებითა და მათი ანარეკლებით შექმნილი სიმეტრიულობის ბალანსი ბუნებაში 2013, 8 ოქტომბერი, 22:02 ![]() პროგრამა Back to Nature-ის ფარგლებში ხელოვანმა Fesson Ludovic-მა შექმნა საოცარი მარტივი და გენიალური ქმნილებები.რეალურად მან გამოიყენა ბამბუკის ჯოხები, რომლებითაც შექმნა გეომეტრიული ფორმები, რომელთა იდეალური ანარეკლებითა და ჩრდილებით მიღებული საოცრად სიმეტრიული ფორმები აღბეჭდა ფირზე. ![]() ![]() ![]() ხელოვანმა ამ ყველაფრის შესაქმნელად ბუნებაში მოძიებული ხის ტოტები, ფოთლები და ნიჭარები გამოიყენა. დასფასებელია ამ ხელოვნის შრომა და მისი განათლება, რადგან მისი, ერთი შეხედვით, მარტივი ნამუშევრები, მინიმუმ, საბაზისო ცოდნას მოითხოვდა არქიტექტურასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს თან ერთვის მისი საოცარი ხედვის უნარი, რამაც განაპირობა ფიგურების საოცარი ჩრდილებისა და ანარეკლების დაფიქსირება. ![]() ![]() ![]() ![]() ყველა ადამიანში იმალება რაღაც ნიჭი, მთავარია ამ ნიჭის აღმოჩენა შეძლოთ და ამისათვის ძვირადღირებული ნივთები სულაც არაა საჭირო. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 112 11-ს მოსწონს
|