ფოტოგრაფია წყალქვეშა მდინარე მექსიკაში 2013, 9 აგვისტო, 13:38 ფოტოებზე ასახულია რუსი ფოტოგრაფის, Анатолий Белощин-ის წყალქვეშ მოგზაურობა. მის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ბუნების საოცრება - წყალქვეშა მდინარეა ასახული. მან ეს სასწაული იუკატანის ნახევარკუნძულის (მექსიკა) სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე ტბაში არსებულ გამოქვაბულ Cenote Angelita-ში დააფიქსირა.
30 მეტრი სიღრმეზე მტკნარი წყალი ერევა მარილიან წყალს. ფოტოებზე კარგად ჩანს გოგირდწყალბადის ქიმიური რეაქციების შედეგი. სწორედ გოგირდწყალბადი ქმნის საოცარი წყალქვეშა მდინარის ხეობის ოპტიკურ ილუზიას. იმედი მაქვს, ამჯერადაც სასიამოვნოდ გაგაოცეთ. 166 10-ს მოსწონს
|