x
მეტი
  • 01.11.2024
  • სტატია:137989
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511741
ყველაზე საინტერესო რეკორდი

imageამ სტატიაში წაიკითხავთ ყველაზე საინტერესო და ამავე
დროს უცნაურ მსოფლიო რეკორდზე, რომელიც უკავშირდება ძილს.ინდოეთის მაცხოვრებელი, ვადაკენგარ
მუჰამედი, ცნობილი არის იმით, რომ დაამყარა
ყველაზე საინტერესო რეკორდი მსოფლიოში : მას არ ეძინა მთელი 46 წელი ! 34 წლის ასაკში
ვადაკენგარს დაეწყო ძლიერი თვალების ტკივილი, რომელმაც გამოიწვია ძილის გაღიზიანება.
ამ უძილობის განმავლობაში მუჰამედმა ზეპირად შეისწავლა ყურანი.
ხოლო საპირისპირო რეკორდი ( ყველაზე გრძელი ძილი ) დაამყარა
კაროლინა ოლსონმა, შვეიცარიის მაცხოვრებელმა. როცა 14 წ–ის კაროლინა ( 1876 წ–ს ) ბრუნდებოდა
სკოლიდან, მას დაემართა უბედური შემთხვევა. ფეხის დაცურების შედეგად კაროლინამ ძლიერად
დაარტყა თავი. რამოდენიმე დღის შემდეგ კაროლინა ჩავარდა ისეთ ძლიერ ძილში, რომ ელეკტროშოკმაც
კი ვერ გამოაღვიძა. დედა ერთი წუთითაც არ ტოვებდა შვილს, თუმცა მაინც ვერ მოესწრო შვილის
გამოღვიძებას. 1908 წელს კაროლინას დედა გარდაიცვალა, კაროლინას გვერდით ყოფნა განაგრძო
მეზობელმა ქალმა.


ყველაზე გრძელი ძილი გაგრძელდა– 42 წელი და 42 დღე.
კაროლინამ გამოიღვიძა 56 წლის ასაკში, მაგრამ მას ასაკი არ ეტყობოდა, ის გამოიყურებოდა
როგორც 25 წლის გოგო. მისი ცხოვრება გაგრძელდა ჩვეულებრივად, ის გარდაიცვალა 88 წლის
ასაკში.

3
370
4-ს მოსწონს
ავტორი:Leo_N
Leo_N
370
  
2013, 15 ოქტომბერი, 17:38
ვაიმე რა საშინელებაა 14 წლის ასაკში დაიძინა და 56 წლის ასაკში გაიღვიძა :O
2013, 8 ოქტომბერი, 22:09
მართლაც რომ საინტერესოა, არვიცი როგორ გაძლო გაოგნებული ვარ. ამას შეუძლია თქვას უძილობა მჭირსოო :D
2013, 8 ოქტომბერი, 21:14
საინტერესოა, როგორ გაძლო ადამიანის ორგანიზმმა 46 წელი უძილოდ? ტვინს ხო ჭირდება დასვენება? წარმოუდგენელია...
0 1 3