ალბათ არც ერთი მოდის მიმდევარი თანამედროვე ქალისთვის უცხო არაა ის ფაქტი, რომ თმის ფერი, ისევე როგორც ვარცხნილობის სტილი, ტანსაცმლის მოდურ ტენდენციებთან ერთად იცვლება ყოველ სეზონზე. აქედან გამომდინარე, ალბათ შეამცჩნევდით რომ არც წლევანდელი წელია ამ მხრივ გამონაკლისი და ე.წ "რედჰედების" ეპოქა დადგა ჩვენს დედაქალაქში. 2012 წლის მთავარი მახასიათებელი ეს თმის ბუნებრივი ან ბუნებრივთან მიახლოვებული თმის ფერია, აქედან გამომდინარე, სასურველია თუ თმას ღია ყავისფერიდან-მოწითალო ჟღალი ტონალობების ფარგლებში შეიღებავთ. განსაკუთრებით გაგიმართლათ ამ მხრივ თუ ბუნებრივად ჭორფლიანი ხართ, თქმა არ უნდ ჟღალი თმები ჭორფლს განსაკუთრებულად უხდება, აი თუ ამასთან ერთად თვალების ცისფერი ან მწვანე ფერითაც შეგიძლიათ მოიწონოთ თავი, ჩათვალეთ რომ სეზონის ყველაზე ტრენდული და მოთხოვნადი გლამოურ გოგონა ყოფილხართ და თამამად მოემზადეთ მამაკაცების მთელი არმიის დასაპყრობად :)