ტენდენციები შემოდგომის უახლესი ტენდენცია - "ფარშევანგისფერი" თვალები 2012, 7 ნოემბერი, 20:23 შემოდგომის დადგომა, ბევრისთვის პირქუშ, ერთფეროვან დღეებთან, სევდასთან და უღიმღამო ყოველდღიურობასთან ასოცდირდება, თუმცა სტილისტებმა შესანიშნავი მეთოდი შემოგვთავაზეს საიმისოდ, რომ წლევანდელი შემოდგომა ჩვენთვის ფერადი და კრეატიული იყოს. პირველ რიგში ამ მხრივ, მინდა მაკიაჟის უახლეს ტენდენციებს შევეხო. იცით თუ არა რას ნიშნავს სიტყვა "ფარშევანგიფერის" განმარტება? არა? ჰოდა თუ არ იცით სასწრაფოდ გაავარჯიშეთ ტვინის უჯრედები და გაიხსენეთ ზოოპარკში ნანახი ეს მომხივბვლელი კუდის და საშინელი ხმის პატრონი ფრინველი.. დიახ, დიახ კუდი განსაკუთრებული გულდასმით უნდა გაიხსენოთ, რადგან წლევანდელი შემოდგომის ყველაზე აქტუალური ტრენდი სწორედ რომ "ფარშევანგისფერად" ჩახატული თვალებია. მოკლედ, ჩემო კარგებო და საყვარლებო, მომიარაგეთ რაც შეიძლება მრავალფეროვანი პალიტრის მქონე, თავლის ჩრდილების ნაკრები, ფერადი ტუში, ფანქრები და შეეცადეთ ჩემ მიერ წარმოდგენილ ფოტოებზე გამოსახულ ქალბატონებს მიიმსგავსოთ თავი. 403 4-ს მოსწონს
|